png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თინათინ ხიდაშელი: აღარასდროს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები

  • თავდაცვა
  • 25.02.2016
  • 15:43
თინათინ ხიდაშელი: აღარასდროს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები

წითელი არმიის საქართველოში შემოჭრიდან 95 წელი გავიდა. დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან მდებარე გმირთა მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მივიდნენ. მათ მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი მებრძოლები.

„ბრძოლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ გრძელდება. ჩვენ ამ ბრძოლას ყველა ერთად მოვიგებთ,“ - ამ სიტყვებით შეაფასა დღევანდელი დღე საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა.

თავდაცვის მინისტრმა კი 25 თებერვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს დღე ყველას უნდა გვახსოვდეს, რათა აღარასდროს დავუშვათ თბილისის თავზე წითელი დროშები. „დღეს ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე და მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ძალიან სერიოზული შანსი აქვს საქართველოს, დაბრუნდეს საკუთარ ევროპულ ოჯახში. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ასეთი დღეები, როდესაც უნდა გვახსოვდეს, აღარ დავუშვათ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხოლოდ ისტორიის ტრაგიკული კუთვნილება იყოს 25 თებერვალი,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
„ძალიან მიხარია, რომ ის პატივი, რაც ეკუთვნით ჩვენ გმირებს, ხალხში უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ იუნკრების სახელის ქვეშ, ზოგადად, უნდა იგულისხმებოდეს, ის ეროვნული გვარდიელი, შეიარაღებული ძალების მებრძოლიც და მოხალისეც, რომლებმაც თავი დადეს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მიხარია, რომ ქართველებს გვაქვს ასეთი ადგილი ტაბახმელაში, სადაც შეგვიძლია მოვიდეთ და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი გმირები,“ - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის პატივსაცემად გმირთა მემორიალთან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებიც იმყოფებოდნენ.

ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიების დასასრულს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონმა დავით გაბიზაშვილმა იუნკერთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge