png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თინათინ ხიდაშელმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს უმასპინძლა

  • თავდაცვა
  • 26.02.2016
  • 18:32
თინათინ ხიდაშელმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს უმასპინძლა

საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა თინათინ ხიდაშელმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში გიუნტერ ბეხლერს უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის აქტიური თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობები განიხილეს. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, ქართული მხარე მიესალმება ეუთო-სთან უფრო ახლო ურთიერთობას საქართველოში და ამ მხრივ შესაძლოა სხვადასხვა მიმართულება იყოს განხილული. საუბარი შეეხო ასევე, გასულ კვირას თავდაცვის მინისტრის შეხვედრას ეუთო-ს გენერალურ მდივანთან.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები იყო. მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზეც გაამახვილეს ყურადღება, სადაც გიუნტერ ბეხლერის მანდატი, ძირითადად, საქართველოსთანაა დაკავშირებული. მან თავდაცვის მინისტრს აღნიშნული ფორმატის ფუნქციონირებაზე უახლესი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე განხილული საკითხები თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა და საქართველოში ეუთო-ს ფუნქციონირების აუცილებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „2008 წლის ომის შემდეგ ეუთო-ს ჩვენ ქვეყანაში ოფისი აღარ აქვს და მათი საქმიანობაც შეზღუდულია. გასულ კვირას შესაძლებლობა მქონდა ვენაში ეუთოს გენერალურ მდივანს შევხვედროდი; ასევე ბევრი შეხვედრა გავმართე ბევრ კონკრეტულ თემაზე, მიმართულებაზე, შესაძლებლობაზე. საუბარი იყო ორმხრივი ურთიერთობებით როგორ მოვახერხოთ, რომ საქართველოში ეუთოს ფუნქციონირება რაღაც ფორმით მაინც აღდგეს. ბატონ ბეხლერთან დღევანდელ შეხვედრაზე ძირითადად ამ თემებზე ვისაუბრეთ. ის ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელია სამხრეთ კავკასიაში. ბუნებრივია, მისი მანდატი, გამომდინარე იქიდან, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეა, ეუთო თანათავმჯდომარეა, დიდწილად სწორედ საქართველოსთანაა დაკავშირებული. უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საკითხია მის მანდატში. ეს იყო ერთგვარი კონტაქტის გახსენება-შეხვედრა, სადაც გავცვალეთ აზრები, თუ როგორ შეიძლება ვითანამშორმლოთ უფრო ინტენსიურად იმისათვის, რომ შედეგები უფრო მყისიერი იყოს,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

„ეუთოს სპეციალური დესპანის რანგში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველად ვესტუმრე. ამჟამად ჩემი საქმიანობის სფერო, ძირითადად, სამხრეთ კავკასიის საკითხებით, საქართველოსა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატით შემოიფარგლება. შეხვედრაზე ერთმანეთს ჩვენი ხედვა გავუზიარეთ ეუთო-სთან დაკავშირებულ საკითხებზე, ეუთო-ს მუშაობაზე რეგიონსა და საქართველოში. თავდაცვის მინისტრი ახლახან დაბრუნდა ვენიდან, სადაც მან ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამართა შეხვედრა. ჩვენ ამ თემასაც შევეხეთ. ასევე გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები რეგიონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. შევთანხმდით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რათა უსაფრთხოების მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდეს,“ - აღნშნა გიუნტერ ბეხლერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge