png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Euromoney-მ "გალტ & თაგარტი" საქართველოში 2022 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

  • ეკონომიკა
  • 22.07.2022
  • 13:38
Euromoney-მ "გალტ & თაგარტი" საქართველოში 2022 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney “გალტ & თაგარტი“ საქართველოში 2022 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

"Euromoney Awards for Excellence" ჯილდოს მოსაპოვებლად ბანკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდნენ მონაწილეობას, გამარჯვებულებს შორის კი ისეთი მსხვილი ორგანიზაციები არიან, როგორიცაა: Bank of America, Goldman Sachs, Citi და სხვ.

გადაწყვეტილების მისაღებად, Euromoney-ს რედაქტორებმა, ექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა ბაზრის კვლევა აწარმოეს, რათა ის ფინანსური ინსტიტუტები შეერჩიათ, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ საუკეთესო სერვისების მიწოდებას ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში.

"მოხარული ვართ, რომ Euromoney-მ „გალტ & თაგარტი“ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია. Euromoney-მ ეს აღიარება „გალტ & თაგარტს“ გასული წლის ფარგლებში დანერგილი სიახლეებისა და განხორციელებული პროექტების საფუძველზე მიანიჭა. მათ შორის, ისეთი ინიციატივების, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც EBRD-თან და EU-სთან ერთად ვახორციელებთ;  ყველაზე მსხვილი M&A გარიგება უძრავი ქონების სექტორში; ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების 60%-ზე მეტის განთავსება;

საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით ინვესტირების სრულიად ახალი გამოცდილების შექმნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10,000-ზე მეტი ახალი ინვესტორი შეემატა - მათ უკვე მობილბანკიდან, სწრაფად და კომფორტულად შეუძლიათ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები გახდნენ, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ.   მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და თითოეულ მომხმარებელს, იმისთვის რომ ქმნიან საქართველოში საუკეტესო საინვესტიციო ბანკს. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს მმართველმა დირექტორმა.

ჯილდოს შესახებ:

Euromoney Awards for Excellence 1992 წელს დაარსდა და პირველი ჯილდოა გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს Euromoney-მ ბანკებისგან რეკორდული რაოდენობის აპლიკაციები მიიღო 50-ზე მეტი რეგიონული და 100 ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ბანკის ჯილდოს კატეგორიაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge