png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში "ჯაოკენის" ახალი ფილიალი გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 26.07.2022
  • 12:33
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში "ჯაოკენის" ახალი ფილიალი გაიხსნა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ჯაოკენის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში, აღმაშენებლის ხეივანი 180-ში სარემონტო მასალების ახალი ფილიალი გაიხსნა. შენობა 24,019 კვ.მ-ზეა განთავსებული და მოიცავს 35 სხვადასხვა ბრენდის კერამიკულ და კერამოგრანიტის ფილებს, ლამინირებულ იატაკს, პარკეტს, შპალერს, ლაქ-საღებავებს, სანტექნიკას, სააბაზანო ოთახის ავეჯსა და აქსესუარებს. კომპანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ძირითად იმპორტს აწარმოებს ესპანეთიდან და იტალიიდან. პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 5.8 მლ ევროს აღწევს. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 3.2 მლნ ევროს შეადგენს.

“კომპანია ჯაოკენი დაარსდა 1997 წელს საქართველოში. მთელი გუნდის ნაყოფიერმა და წარმატებულმა მუშაობამ კომპანია კონკურენტუნარიანი გახადა და ბაზარზე საპატიო ადგილიც დაიკავა. დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ჯაოკენის შოურუმები, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ქვეყანაში. ჯაოკენის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის რომ ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო მომსახურება. გვიხარია, რომ ამ ყველაფრის განხორციელებაში გვერდით გვიდგას ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორც საქართველოს ბანკია, რომელიც გვიბიძგებს მუდმივი განვითარებისაკენ“,- განაცხადა ჯემალ ჯაოშვილმა, ჯაოკენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა.

„მოხარული ვართ რომ ჩვენთან პარტნიორობთ „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალის გახსნა შეძლო. ეს კომპანია არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა გაჩერდე ბიზნესის განვითარების გზაზე. ჩვენ 2016 წლიდან ვთანამშრომლობთ და ვხედავთ, როგორ ფიქრობს კომპანია მუდმივ რეჟიმში გაძლიერებაზე, ეკონომიკის სტიმულირებაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. ამ ეტაპზე ფილიალებში უკვე დასაქმებულია 200-მდე ადამიანი. ჩვენ გვინდა ვუსურვოთ მათ წარმატება. ჩვენ კი ვაგრძელებთ ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდაჭერას“,-განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების დირექტორის მოადგილემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge