png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოში სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 19.08.2022
  • 14:47
საქართველოში სომხეთთან დამაკავშირებელი ახალი ხიდი გაიხსნა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მდინარე დებედაზე, ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდის მშენებლობა დასრულდა და ხიდი უკვე ემსახურება ორი ქვეყნის მოქალაქეებსა და მის სტუმრებს.

ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის პრემიერ-მინსიტრი ნიკოლ ფაშინიანი.

სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ახალი ხიდი საქართველომ და სომხეთმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. ხიდის მშენებლობისათვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ორ ქვეყანას, ჯამში 7.4 მილიონ ევრომდე გამოუყო.

საქართველოს მხრიდან მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთობლივი ხიდის მშენებლობა რეგიონში უნიკალური პროექტია. იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ორმა სახელმწიფომ ხიდის მშენებლობის პროექტი ერთობლივად განახორციელეს. EBRD-ის დაფინანსებაც ორ ქვეყანაზე თანაბრად განაწილდა.

ახალი ხიდი არის 4-ზოლიანი, 160 მეტრი სიგრძის, რომელსაც ორივე მხრიდან ფეხით მოსიარულეთათვის 2.4 მეტრის სიგანის ტროტუარები აქვს.

ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდი გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოების ხარისხს როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის.

სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან არსებული ძველი ხიდი 1960-იან წლებშია აშენებული, არის ვიწრო და ამორტიზებული. ძველ ხიდთან შედარებით, ახალი ხიდის გამტარობა გაორმაგდება, რაც ეფექტური სასაზღვრო და საბაჟო მომსახურების პირობებში, მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის როგორც სატვირთო მიმოსვლას, ისე ტურისტების გადაადგილებას და ხელს შეუწყობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ახალი ხიდის პროექტში საერთაშორისო სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიები მონაწილეობდნენ. ხიდის მშენებლობა ირანულმა კომპანიამ – Tunnel Sadd Ariana განახორციელა, ხოლო მშენებლობას კორეული საერთაშორისო კომპანია – JV of Soosung Engineering Co., Ltd and Korea Consultants International Co. Ltd – ზედამხედველობდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge