primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

ეროვნულ გალერეაში აზერბაიჯანელი მხატვრის ფარჰად ხალილოვის ნამუშევრები გამოიფინება

  • კულტურა
  • 29.02.2016
  • 17:40
ეროვნულ გალერეაში აზერბაიჯანელი მხატვრის ფარჰად ხალილოვის ნამუშევრები გამოიფინება

 

1 მარტს 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აზერბაიჯანელი მხატვრის ფარჰად ხალილოვის ნამუშევრები გამოიფინება. სპეციალურად გამოფენის გახსნისთვის თბილისს თავად მხატვარიც ეწვევა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე აზერბაიჯანელი მხატვრის სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ფერწერული ტილოები. ფარჰად ხალილოვი 1987 წლიდან დღემდე აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეა; მას არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა ლონდონში, ბერლინში, მოსკოვში; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე ჯგუფურ გამოფენაში; მისი ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, ლიტვის, გერმანიის, ჩინეთის სახელმწიფო მუზეუმებისა და აზერბაიჯანის მხატვართა საერთაშორისო კონფედერაციის კოლექციებში; ასევე, აშშ-ს, გერმანიის, პოლონეთის, საფრანგეთის და მექსიკის კერძო კოლექციებში; ფარჰად ხალილოვს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. დღეს, მისი ნამუშევრები იყიდება სოტბისა და ფილიპ დე პიურის აუქციონებზე. ფარჰად ხალილოვმა შეძლო საბჭოთა იდეოლოგიისაგან თავისუფალი, საკუთარი სტილის შექმნა და კავკასიელის მდიდარი ბუნებისა და შინაგანი სამყაროს საინტერესო კუთხით წარმოჩენა.

გამოფენა, რომელიც 22 მარტამდე გაგრძელდება, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით იმართება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 22:54
რუსეთის მასშტაბური დარტყმების შედეგად კიევის ოლქში 15-მდე ადამიანი დაიღუპა
  • 22:48
უკრაინის არმიამ მორიგი შეტევა განახორციელა Wildberries-ის საწყობზე
  • 21:02
ზვიადი და ცოტნე… დღემდე უსამართლობისა და თითქმის ერთნაირად ტრაგიკული ბედის მსხვერპლი 2 ადამიანი - ანა ჯაბაური
  • 18:25
მესტიისა და სვანეთის ეპარქია უშგულის ლამარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • 13:42
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
  • 20:11
კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge