png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი საქართველოსადმი ADB-ის მხარდაჭერის გაზრდის პირობას დებს

  • ეკონომიკა
  • 30.09.2015
  • 10:19
  ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი საქართველოსადმი ADB-ის მხარდაჭერის გაზრდის პირობას დებს

 

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი მუშაობას დღეიდან შეუდგა. მისი განმარტებით, ეცდება ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მიზნით, საქართველოსადმი ADB-ის მხარდაჭერა გაზარდოს.

 

„2007 წლიდან დღემდე, საჯარო სექტორის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის განვითარების მეშვეობით, საქართველოს მთავრობამ და ADB-მ გააერთიანა ძალისხმევა ინფრასტრუქტურისა და საქართველოს მოსახლეობისათვის მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.“ „მჯერა, რომ სწორედ აღნიშნულ მიღწევებზე დაყრდნობით, პორტფელის ზრდასთან ერთად გაღრმავდება ჩვენი თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან“, - განაცხადა ელჰან-კაიალარიმ.

 

2014-2018 წლების ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმდინარე სტრატეგიის (CPS) მიხედვით, საქართველო ADB-სგან მხარდაჭერას მიიღებს შემდეგ სფეროებში: გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება, საჯარო სექტორის მართვა, კერძო სექტორის განვითარება, ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა, მმართველობა, გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.

 

მიმდინარე წლის დასაწყისში, ADB-მ დაამტკიცა 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროგრამა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რესურსების ათვისების რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, ასევე პირველად გამოუშვა ლარში დენომინირებული ობლიგაციები რის შედეგადაც მოიზიდა 100 მილიონი ლარი კაპიტალის ბაზრისა და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად. საქართველო ADB-ის წევრი 2007 წლიდან გახდა და 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის დამტკიცებულმა სესხებმა 1.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ქვეყანასთან თანამშრომლობის მიმდინარე სტრატეგიის ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსების სავარაუდო მოცულობა 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, ელჰან-კაიალარი ADB-ს საჯარო მართვის პორტფელს ხელმძღვანელობდა ცენტრალური და დასავლეთ აზიის 10 ქვეყანაში. მას გააჩნია მსოფლიოს 25 ქვეყანაში განვითარების სააგენტოებში, კერძო სექტორსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მუშაობის 25 წლის გამოცდილება. ელჰან-კაიალარი არის კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და გააჩნია ჰარვარდისა და მიჩიგანის უნივერსიტეტების კვალიფიკაცია ფინანსებისა და მართვის სფეროში. იგი ასწავლიდა და გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ეკონომიკისა და ფინანსების დარგში და ასევე კვლევები ქცევაზე დაფუძნებული ფინანსებისა და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებში.

 

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის გზით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნულ რეგიონს წარმოადგენს. 2014 წლის მდგომარეობით აზიის განვითარების ბანკის დახმარებამ 22.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, 9.2 მილიარდი აშშ დოლარი თანადაფინანსების ჩათვლით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge