png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დოკუმენტური ფილმის – “თავისუფლების” ფასი - პრემიერა გაიმართა

  • კულტურა
  • 28.09.2022
  • 13:33
 დოკუმენტური ფილმის – “თავისუფლების” ფასი - პრემიერა გაიმართა

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს საკრებულოს შენობაში მედიაჰოლდინგ “კვირას” დამფუძნებლის, ქეთევან ხოსიტაშვილის საავტორო ფილმის – “თავისუფლების” ფასი” პრემიერა გაიმართა.

ავტორმა, ქეთი ხოსიტაშილმა, მედიაჰოლდინგ “კვირას” გუნდთან ერთად, ფილმზე გასულ წელს იმუშავა. ფილმის თანაავტორია თეიმურაზ ჭუმბურიძე. პანდემიის გამო, ფილმის საჯარო ჩვენებები გადაიდო და უკვე წელს მისი პრემიერა, სიმბოლურად, სწორედ სოხუმის დაცემის დღეს გადაწყდა.

საავტორო-დოკუმენტურ ფილმში ასახულია რეალური სურათი, თუ რა მდგომარეობაა დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით და რა ფასს უხდიან ისინი რუსეთს ე.წ. თავისუფლებისთვის.

ფილმში გამოყენებულია აფხაზი და რუსი ბლოგერების ვიდეოჩანაწერები, სადაც ისინი ღიად საუბრობენ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც რუსული ოკუპაციის შედეგად დღეს რეგიონშია, მათ შორის, ადგილობრივები შეშფოთებას გამოხატავენ იმაზეც, რომ კრემლის პოლიტიკის შედეგად აფხაზები დღეს ასიმილაციის საფრთხის წინაშე რეალურად დგანან.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი; აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე და მინისტრთა კაბინეტი; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი, კობა კობალაძე და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ – “ჯორჯიან მანგანეზი”, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატა და კომპანია “ზედაზენი”.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge