png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ცდილობდა ერთ-ერთი შვილის დახრჩობას, მეორეს კი სახეში გაარტყა - ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს

  • ეს საინტერესოა
  • 05.10.2022
  • 14:36
ცდილობდა ერთ-ერთი შვილის დახრჩობას, მეორეს კი სახეში გაარტყა - ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობი ანჯელინა ჯოლი ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი ქმარი ბრედ პიტი  ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა მასზე და მათ შვილებზე. ამის შესახებ საუბარია სარჩელში, რომელიც ჯოლიმ ლოს ანჯელესის სასამართლოში 4 ოქტომბერს შეიტანა. იუწყება The New York Times.

ჯოლი დეტალურად აღწერს ჩხუბს, რომელიც მისი თქმით, ჩხუბი 2016 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც ის პიტთან და ექვს შვილთან ერთად კერძო თვითმფრინავით საფრანგეთიდან ლოს ანჯელესში მიფრინავდნენ. ჯოლის თქმით, ჩხუბის დროს პიტი ცდილობდა ერთ-ერთი შვილის დახრჩობას, მეორეს კი სახეში გაარტყა.

ჯოლის განცხადებით, ჩხუბი ჯერ კიდევ აეროპორტში მისვლამდე დაიწყო. პიტს კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ შვილთან, ხოლო როდესაც ჯოლი შეეცადა გაერკვია რა მოხდა, ქმარმა ის შვილების მიმართ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. ჯოლის თქმით, დაპირისპირება  თვითმფრინავის ბორტზე, აბაზანაში მოხდა.  

 „პიტმა ჯოლის თავში ხელი სტაცა და შეანჯღრია, შემდეგ ხელები მხრებში ჩაავლო და ისევ შეანჯღრია“, - ნათქვამია საჩივარში. ასევე აღნიშნულია, რომ ანჯელინა ჯოლი ამტკიცებს, რომ პიტი მივარდა ერთ-ერთ ბავშვს, რომელმაც დედის დაცვა სცადა.

სარჩელში ნათქვამია, რომ ბრედ პიტმა ჯოლისა და ბავშვებს ლუდი და ღვინო შეასხა. როდესაც თვითმფრინავი დაეშვა, ჯოლიმ ქმარს უთხრა, რომ ის და ბავშვები სასტუმროში წავიდოდნენ, პიტმა კი დაუყვირა და მხრებში ეცა. ერთ-ერთმა შვილმა მამას სთხოვა დედისთვის ტკივილი არ მიეყენებინა, რის შემდეგაც პიტმა ჯოლის ხელი გაუშვა და მას „ძუკნა“ უწოდა, შემდეგ კი დაამატა: „წადით, თქვენი!“

ხუთი დღის შემდეგ ანჯელინამ განქორწინებაზე სასამართლოში განცხადება შეიტანა.

ბრედ პიტის წარმომადგენელი ყველა ბრალდებას უარყოფს.

"ის აგრძელებს ლაპარაკს 6 წლის წინ მომხდარ ამბავზე. ყოველ ჯერზე ამატებს ცრუ დეტალებს. ეს ბრალდებები თავიდან ბოლომდე ტყუილია".

მიმდინარე წლის თებერვალში პიტმა ჯოლის საფრანგეთში მდებარე ვენახის გაყიდვის გამო სასამართლოში უჩივლა. შატო წყვილმა 2008 წელს, ერთობლივად შეიძინა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge