png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სასწავლო ცენტრ "კრწანისში", კონფერენცია - „ნატოს ვარშავის სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები“ ჩატარდა

  • თავდაცვა
  • 01.03.2016
  • 17:13
სასწავლო ცენტრ "კრწანისში", კონფერენცია - „ნატოს ვარშავის სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები“ ჩატარდა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ორგანიზებით, კონფერენცია „ნატოს ვარშავის სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები“ ჩატარდა.

კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა, მსგვასი შეხვედრების მნიშვნელობაზე, ვარშავის სამიტის წინ საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებსა და მოლოდინების მართვის მნიშვნელობაზე და ისაუბრა:

„რაც უფრო ახლოვდება ვარშავის სამიტი, ბუნებრივია, ვითარება იცვლება დინამიურად და ჩვენ ერთი მხრივ, გვინდა, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ თემებზე მუშაობს, მეორე მხრივ, მათგან მივიღოთ ინფორმაცია, იმიტომ, რომ ნატოს კონტექსტში ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება როგორც სამთავრობო დონეზე, ისე საექსპერტო დონეზე. ამიტომ, ეს ურთიერთგაცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უმნიშვნელოვანესია, ვიცოდეთ სად რა ხდება, რომელ დარბაზებში რაზეა საუბარი და გზავნილები, მოთხოვნები ყველას ჰქონდეს ერთი. თუ ამოცანა გვაქვს ერთი, საქართველო რაც შეიძლება წარმატებული დაბრუნდეს ვარშავის სამიტიდან, საქართველოს თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად იყოს გამყარებული ვარშავის სამიტის შემდეგ, მაშინ ჩემი აზრით, ყველა ამ ადამიანმა, ვინც ამ ამოცანას ვემსახურებით, ერთ ენაზე უნდა ვისაუბროთ, ერთი და იგივე მოთხოვნები უნდა გვქონდეს, ეს თანამშრომლობა არსებობს და რაც უფრო ინტენსიურ ფორმატში გადავა, უფრო სასურველია; ცოტა დრო დარჩა სამიტამდე და ბევრი საქმეა გასაკეთებელი “, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

კონსენსუსის შენება თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე - ასე განისაზღვრა კონფერენციის მიზანი - რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირებთან ერთად და ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ექსპერტი ესწრებოდა.
მათ განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის საკითხები. გამომსვლელებმა ყურადღება რუსეთის ინფორმაციულ ომზე, საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, ეთნიკური უმცირესობების განწყობასა და კომუნიკაციების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს.

- ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი: პროგრესი და პერსპექტები - ამ თემაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ისაუბრა. პოლკოვნიკ ომარ ბეგოიძის განცხადებით, არსებითი პაკეტის განხორცილების პროცესში კარგი შედეგები და პროგრესი გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით , ვარშავის სამიტზე კონკრეტული შედეგებით წარვდგებით.
საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ კონფერენციის მიზანსა და საერთო გზავნილების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმ ძირითად გზავნილებზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის უნდა იყოს ძალიან მკაფიო როგორც მთავრობისა და ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ამ გზავნილის ხალხთან მიტანის პროცესში მედიას ენიჭება განსაკუთრებული როლი, გვინდოდა ინფორმაცია მიგვეწოდებინა იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ახლა აქტიურ ფაზაშია შესული და შედეგის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძლოთ კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა მინისტრის მრჩეველმა.

კონფერენცია ორი თემატური სესიისგან შედგებოდა. პირველი ნაწილი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე საუბარს დაეთმო. მერე თემატურ სესიაში კონფერენციის მონაწილეებმა ვარშავის სამიტამდე მოლოდინების მართვასა და კომუნიკაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ნატოს ვარშავის სამიტისთვის მოსამზადებელი შეხვედრა უკვე მესამედ გაიმართა.

 
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge