png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბუღალტერიის განვითარების პროექტში საქართველოს ბანკს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უერთდება

  • ეკონომიკა
  • 17.10.2022
  • 14:58
ბუღალტერიის განვითარების პროექტში საქართველოს ბანკს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უერთდება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბუღალტერიის გაციფრულების პროექტში საქართველოს ბანკს პარტნიორობას  USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა გაუწევს. რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები შეძლებენ კიდევ უფრო მეტად გამოიყენონ ბუღალტერიის გაციფრულების შესაძლებლობები. კერძოდ, მიიღონ დაფინანსება გაციფრულებისთვის და ასევე, ისარგებლონ საბუღალტრო მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსება ვრცელდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა:  ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, მსუბუქი მრეწველობის ან კრეატიული ინდუსტრიების მიმართულება. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი  წამყვანი კომპანიების სერვისები როგორიცაა:  Balance-ი და Nexia TA. საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიების ეს შეთავაზება ასევე, მოიცავს ბუღალტრული სერვისებისთვის სპეციალურ ფასდაკლებასა და უფასო მომსახურებას.

„მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს ბანკთან, რათა დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს მათი საბუღალტრო პროცესებისა და ფინანსური ანგარიშების გაციფრულებაში. მხარდაჭერის შედეგად, ბიზნესები შეძლებენ მნიშვნელოვნად შეამცირონ დაფინანსებისთვის საჭირო დრო, რადგან ციფრული პროცესები საქართველოს ბანკის ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან სრულად იქნება ინტეგრირებული. ეს ინიციატივა ერთერთი მიმართულებაა, რომლითაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა  მცირე და საშუალო ბიზნესს ციფრული ეკოსისტემის ათვისებაში ეხმარება და რაც მათ ეფექტურობასა და დაფინანსების პოტენციალს გაზრდის“, - განაცხადა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა, მარკ მაკკორდმა.

„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს საინტერესო პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად მხარი დავუჭიროთ მცირე და საშუალო ბიზნესს, მოაწესრიგონ ციფრული ბუღალტერია და ისარგებლონ ისეთი კომპანიების განსაკუთრებული მომსახურებით როგორიცაა -  Balance-ი და Nexia TA.  ვფიქრობთ, ამით  ხელს შევუწყობთ მათთვის ფინანსურ ხელმისაწვდომობას, რადგან ისინი შეძლებენ მოწესრიგებული ბუღალტერიით კიდევ უფრო მეტი  და ახალი შესაძლებლობა შექმნან საკუთარი ბიზნესისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ბიზნესის წახალისების მიზნით ბუღალტერიის განვითარების პროგრამა  რამდენიმე თვის წინ შეიმუშავა და ის სამ მიმართულებას მოიცავს. ესენია: ბუღალტერიის გაციფრულება, სრული ბუღალტრული სერვისი და ფინანსური ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლა. პროგრამაში ჩართვის მსურველი ბიზნესები შეძლებენ აირჩიონ სასურველი, ერთი ან რამდენიმე მიმართულება და ისარგებლონ მათ ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული უპირატესეობებით.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://go.bog.ge/3yLdabA

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge