ქეით მიდლტონი მეოთხე შვილს ელოდება - მედია
- ეს საინტერესოა
- 03.11.2022
- 12:51
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი მეოთხე შვილს ელოდება. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა IBTimes იუწყება.
„დადის ხმები, რომ უილიამმა ამის შესახებ {ქეითის ორსულობის} დედოფალს {ელისაბედ მეორეს} მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა... ის მოხარული იყო მათ გამო“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
მედიის ინფორმაციით, ქეით მიდლტონი მძიმე ტოქსიკოზით იტანჯება.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მეოთხე ორსულობა კარგი ამბავია ქეითისა და უილიამის შვილებისთვის - ჯორჯის, ლუისა და შარლოტასთვის. ისინი ოცნებობდნენ უმცროს დაზე ან ძმაზე.
გამოცემა Star იუწყება, რომ ქეითის ორსულობის შესახებ ერთ-ერთმა პირველმა მეფე ჩარლზ მესამემ შეიტყო. მედია წერს, რომ ის აღფრთოვანებული იყო კარგი სიახლით, რადგან ძალიან უყვარს შვილიშვილებთან თამაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200