png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

7 მარტს ბელა ჩეკურიშვილის მოთხრობების კრებულის “რაინისპირა ამბები” პრეზენტაცია გაიმართება

  • კულტურა
  • 03.03.2016
  • 12:30
7 მარტს ბელა ჩეკურიშვილის მოთხრობების კრებულის “რაინისპირა ამბები” პრეზენტაცია გაიმართება

7 მარტს მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში ბელა ჩეკურიშვილის მოთხრობების კრებულის “რაინისპირა ამბები” პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი დოკუმენტური ჟანრისაა და იგი გერმანიაში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტის თვალით დანახულ გერმანიასა და გერმანელებზე გვიყვება.

როგორც წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ, "რაინისპირა ამბები" ეს არის ერთი ქალის, ერთი მწერლის, ერთი ადამიანის „ცხოვრება-ბროწეული“ - გარედან ატლასით დაფარული, „რათა ვერავინ მიხვდეს მის შიგნით მყოფ ათასს“, სანამ ის თვითონ არ „გადასკდება“ და მარცვლებად არ დაიფანტება.

ნოველების პროტაგონისტი გვიყვება ბონის უნივერსიტეტში სასწავლებლად "ოცი წლის დაგვიანებით” წასული ქართველი სტუდენტის ცხოვრებაზე, რომელიც სავსეა ახალი ემოციებით და შეგრძნებებით, ახალი ადამიანებით და თავგადასავლებით. ახალ სამყაროში მოხვედრის პირველივე დღეებიდან ის საკუთარი თავის „ჩხრეკას“ იწყებს კითხვით - "საერთოდ, ვინ ვარ?“ - წერს ინა არჩუაშვილი ანოტაციაში.

კრებული 27 ნოველას - 27 ნამდვილ ამბავს აერთიანებს, რომელსაც თან ახლავს ფოტოსურათები, რაც ერთგვარი ჟანრობრივი თამაშია - როგორც მოთხრობილი ამბების დოკუმენტურობის დამადასტურებელი მასალა. მწერლის თქმით, წიგნში აღწერილი ისტორიები ნამდვილად მოხდა, ყველა პიროვნება რეალურია და ამბავი _ განცდილი.

“რაინისპირა ამბები “გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge