მაროკომ პორტუგალია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
- სპორტი
- 10.12.2022
- 21:02
კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა: მეოთხედფინალში ერთმანეთს მაროკო და პორტუგალია დაუპირისპირდნენ. აფრიკელებმა პორტუგალიაც დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდნენ.
მაროკოელებმა გოლი პირველი ტაიმის 42-ე წუთზე გაიტანეს. აფრიკული გუნდი ენ-ნესირმა დააწინაურა.
პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა მეორე ტაიმში მოედანზე რონალდო გამოიყვანა. ეს იყო კრიშტიანო რონალდოს 196-ე მატჩი პორტუგალიის ნაკრებში. იგი ყველა დროის რეკორდსმენ ქუვეითელ ბადერ ალ-მუტავას გაუთანაბრდა.
პორტუგალიელებმა თამაშის შემოტრიალება მაინც ვერ მოახერხეს. მაროკო კი მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ნახევარფინალში აფრიკელები ინგლისი-საფრანგეთის მატჩში გამარჯვებულს შეხვდებიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200