png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბათუმის თიბისი გალერეა ახალგაზრდა ფოტოხელოვანი ქალების გამოფენას მასპინძლობს

  • კულტურა
  • 07.03.2016
  • 10:32
ბათუმის თიბისი გალერეა ახალგაზრდა ფოტოხელოვანი ქალების გამოფენას მასპინძლობს

თიბისი ბანკის მხარდაჭერით,  ბათუმის თიბისი გალერეაში  ფოტოგამოფენა „ქალის თვალით დანახული ჩვენ“ გაიხსნა.

 ექსპოზიციაზე ახალგაზრდა, უცნობი ფოტოხელოვანი ქალების მიერ   ღვაწლმოსილ ბათუმელებზე შექმნილი 25 ფოტოპორტრეტია  წარმოდგენილი,  რომლებიც განსხვავებულ ამპლუაში არიან გადაღებული. 

 გამოფენაზე დამთვალიერებელი ცნობილი ბათუმელი მსახიობის თამარ სულხანიშვილის, პოეტ ვახტანგ ღლონტის, მხატვრების ნინო ნიჟარაძისა და ბესო ბესელიას, ფეხბურთელი  ასლან ბალაძის, ასევე ცნობილი ბათუმელი ექიმების, ქორეოგრაფების, არქიტექტორების, მომღერლების, ჟურნალისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების პორტრეტებს იხილავს.

 გამოფენის გახსნას, რომელიც ამავდროულად ფოტოკონკურსის სახეს ატარებდა, პროექტის გმირებიც დაესწრნენ. სპეციალურად ამ კონკურსისთვის  დაკომპლექტებულმა  ჟიურიმ, რომლის თავმჯდომარე მხატვარი კაკო ძნელაძეა, საუკეთესო ნამუშევრების ავტორიც გამოავლინა. 

 პროექტში სტუდენტები ნანუკა თალაკვაძე, ანუკი შუბლაძე, ხატია ჩხარტიშვილი, ქეთი ტაკიძე და მარი ლეჟავა მონაწილეობენ. უახლოეს მომავალში ახალგაზრდა ფოტოხელოვანი ქალების მიერ შექმნილ ფოტოპორტრეტებზე  კატალოგის გამოცემა იგეგმება.

 ფოტოკონკურსი „ქალის თვალის დანახული ჩვენ“ ბათუმის „ქალთა კლუბის“ ინიციატვით ხორციელდება და მისი მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდა ხელოვანი ქალების შემოქმედების პოპულარიზაცია.

 გამოფენას ბათუმის თიბისი გალერეა  12 მარტამდე უმასპინძლებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge