png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

  • სპორტი
  • 18.12.2022
  • 22:21
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონია

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ.

მატჩის დაწყების პირველივე წუთებიდან არგენტინელების უპირატესობა გამოიკვეთა. 21-ე წუთზე ფრანგების კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ლიონელ მესიმ შეასრულა და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა -1:0. პირველი ტაიმის განმავლობაში ინიციატივა არგენტინელებს ჰქონდათ და მოედნის ცენტრში სრულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც მალევე მეორე გოლად აქციეს. ერთ-ერთი მორიგი შეტევისას, მაკალისტერმა დი მარიას საგოლე გადაცემა გაუკეთა და არგენტინელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – 2:0.

მატჩის მეორე ნახევარში ფრანგებმა თამაშში დაბრუნება მაინც მოახერხეს. 79-ე წუთზე, ფრანგების ერთ-ერთი შეტევის დროს, ოტამენდმა თავის საჯარიმოში უხეშად ითამაშა და არგენტინელების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კილიან მბაპემ ძლიერი, ზუსტი დარტყმით გოლად აქცია -2:1. 81-ე წუთზე ფრანგებმა მორიგი სახიფათო შეტევა წამოიწყეს და კილიან მბაპემ მეორე გოლი გაიტანა – 2:2.

დამატებით დროში, 109-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გაზარდა – 3:2. თუმცა, სიტუაცია კვლავ შეიცვალა. 118-ე წუთზე არგენტინის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მბაპემ შეასრულა და ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა – 3:3. დრამატული ფინალის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა.

არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge