png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თინათინ ხიდაშელმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

  • თავდაცვა
  • 07.03.2016
  • 17:33
 თინათინ ხიდაშელმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. II ქვეით ბრიგადაში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლის ოფიციალური წარდგენის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სენაკის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლა. თინათინ ხიდაშელმა ჟიური შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო ეროვნული გმირის ხსოვნას.
„ყველა ქვეყნის ისტორიაში არიან გმირები, რომელთა ისტორიებზეც იზრდებიან თაობები. ვფიქრობ, ჩვენი თაობის ერთ-ერთი ასეთი თვალსაჩინო ყველაზე ნათელი გმირი, სწორედ, ჟიული შარტავა იყო. ძალიან ბევრი გმირობის, დიდების ამბავი უკავშირდება მის სახელს, რომლითაც მთელ თაობებს შეუძლიათ იამაყონ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, ვცხოვრობდეთ იმავე საუკუნეში, იმავე პერიოდში, როდესაც ის იდგა ქართული სახელმწიფოს სადარაჯოზე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ სენაკში ვარ და მომეცა შესაძლებლობა, ამ მნიშვნელოვან დღეს პატივი მივაგოთ მის ხსოვნას,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ჟიული შარტავას ხსოვნის პატივსაცემად, სენაკში, თინათინ ხიდაშელთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მაოდგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge