primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

IV მექანიზირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს

  • თავდაცვა
  • 09.03.2016
  • 13:45
IV მექანიზირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. IV მექანიზირებული ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ბრიგადის დროშა ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიას საზეიმო ვითარებაში გადასცა. დროშის გადაბარების ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

„ასეთი ცერემონიალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისთვის. მეოთხე მექანიზირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. წარმატებები მინდა ვუსურვო ვიცე-პოლკოვნიკ ხვიჩიას. ის ერთ-ერთი სანიმუშო ოფიცერია ქართულ ჯარში. სერჟანტთა სკოლაში, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბატალიონის და პირველი ბრიგადის მეთაურად მუშაობის დროს ვიცე-პოლკოვნიკმა ხვიჩიამ აჩვენა თვისებები, რომელიც ბრიგადის მეთაურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებულია ქართული ჯარის რეალობაში. დარწმუნებული ვარ, მეოთხე მექანიზირებული ბრიგადა, რომელიც ქართული შეიარაღებული ძალების ერთგვარი ფლაგმანია, ასეთივე წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას. რაც შეეხება შალვა ჯაბახიძეს, ის ბოლო ორი დღის განმავლობაში დასავლეთ სარდლობის, პრაქტიკულად, ყველა ბრიგადას წარვუდგინეთ. პოლკოვნიკი ჯაბახიძე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა საუკეთესოთა შორის. სწორედ, ამიტომ შეჩერდა ჩვენი არჩევანი მასზე, რომ ამ რეფორმის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ჩავაბაროთ ქვეყნის დასავლეთ შეიარაღებული ძალების მიმართულება. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე და ამავდროულად საპასუხისმგებლო მიმართულება. მას მივეცით ეს პასუხისმგებლობა და დარწმუნებული ვარ წარმატებით გაართმევს თავს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია 1979 წლის 26 აგვისტოს ქალაქ სამტრედიაში დაიბადა. დაამთავრა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მოტომსროლელი ჯარების სამეთაურო კურსი.
2000 წელს დაამთავრა გერმანიის ოფიცერთა სკოლა. 2009 წელს გერმანიაში გაიარა ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული მაღალი დონის უსაფრთხოების კურსი. 2012 წელს აშშ-ში დაამთავრა სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი (CGSG)
ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია 2013-2014 წლებში მონაწილეობდა ავღანეთში ISAF-ის საერთაშორისო მისიაში.

დაჯილდოებულია უწყებრივი მედლებით - „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“. ასევე მიღებული აქვს „ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი და უწყებრივი მედალი „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის“.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge