png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკებს შორის Galt & Taggart-ი დაასახელა

  • ეკონომიკა
  • 23.02.2023
  • 10:26
Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკებს შორის Galt & Taggart-ი დაასახელა

Global Finance-მა 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია გამოაქვეყნა, “გალტ & თაგარტი” კი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისები და ინოვაციები განაპირობებს.

 Global Finance-ის ჟურნალმა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია წელს 24-ედ გამოავლინა. ამ სიაში Galt & Taggart-ი J.P Morgan-ის, Societe General-ის, Goldman Sachs-ის, Morgan Stanley-ისა და  მსოფლიოს წამყვან სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დასახელდა.

 „გადაწყვეტილების მიღების პროცესში კომპანიები საინვესტიციო ბანკირების რჩევებს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ. განსაკუთრებით კი, კრიზისულ პერიოდში. წელს, ბაზარზე რეკორდული ინფლაციისა და ეკონომიკური ბუნდოვანების ფონზე, Global Finance-ი სიამაყით წარმოგიდგენთ ამ სექტორის წამყვან ინსტიტუტებს, რომლებმაც საკუთარი მიღწევებით „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი 2023-ის“ ტიტული დაიმსახურეს“, - აღნიშნავს  ჯოზეფ დ. ჯიარაფუტო, Global Finance-ის მთავარი რედაქტორი.

 “მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წელს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული გახდა „საუკეთესო საინვესტიციო ბანკის“ ჯილდოს მიღება. გალტ & თაგარტის გლობალური აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა, წვლილი შევიტანოთ საქართველოს საინვესტიციო ბაზრის განვითარების პროცესში, სწორი ორიენტირისკენ მიემართება. ეს ჩვენთვის Global Finance-ის მიერ გადმოცემული რიგით მეშვიდე ჯილდოა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის შევქმნათ უფრო მეტად ინოვაციური და ეფექტური საინვესტიციო გადაწყვეტები“, - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ინფორმაციისთვის, Global Finance-ის ჟურნალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინანსური გამოცემაა, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა და მას მსოფლიოს 193 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ჟურნალი უკვე 36 წელია, მსოფლიოს ფინანსურ საზოგადოებაში უმაღლესი სტანდარტის საზომია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge