png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე 70 მონაწილე გადამზადდა

  • ეკონომიკა
  • 24.02.2023
  • 15:36
საქართველოს ბანკის „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე 70 მონაწილე გადამზადდა

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკის, შვედეთის მთავრობისა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის“ ფარგლებში უკვე 70 მეწარმე ქალი გადამზადდა. აღნიშნული პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და  გენდერული თანასწორობის წახალისებას ისახავს მიზნად. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და  ახლად შექმნილი საწარმოს  სრული ციკლის ხელშეწყობას  ითვალისწინებს. ის  ოთხ ძირითად სფეროს მოიცავს - თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომასა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.

„პროგრამის პირველი ნაკადის მიღება 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეის მონაცემებით უკვე 70 მეწარმე ქალს აერთიანებს. წელიწადში მიღება საშუალოდ სამჯერ ცხადდება და თითო ნაკადზე  მოხვედრას 25 მეწარმე შეძლებს. პროგრამას არ აქვს სექტორული შეზღუდვა და მოიცავს მეწარმეებს მრავალფეროვანი ინტერესებითა და გამოცდილებით.  პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იღებენ თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების იმ კომბინაციას, რომელიც აუცილებელია წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის. ღრმად გვწამს, რომ მეწარმე ქალთა გაძლიერებით ძალიან ბევრი ახალი, ინოვაციური პროექტი შეიქმნება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - აღნიშნავს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, ანა ჩხეიძე.

პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტების ციკლი საშუალოდ 2 თვის მანძილზე გრძელდება, რის შემდეგაც მონაწილეები გადადიან საგრანტო და პროფესიული ქსელების გაღრმავების ეტაპებზე. პროგრამა მეწარმეებს ასევე სთავაზობს დამატებით აქტივობებსა და საკომუნიკაციო არხებს, რომლის მეშვეობითაც სხვა მეწარმეებს და წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებს უკავშირდებიან.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკმა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, 3 ბიზნესკურსიც შეიმუშავა, რომლის გავლაც მონაწილეებს ონლაინ შეუძლიათ. ეს კურსებია: საბაზისო ციფრული რესურსები; ეფექტიანი კომუნიკაცია და მეწარმეობის საწყისები.

„პროგრამა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის, როგორც დამწყებ, ასევე უკვე წარმატებულ მეწარმე ქალებს აერთიანებს და მათ კომპანიების გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა“ სწორედ მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია იმ ახალი ბიზნესუნარების გამომუშავების, ცოდნისა თუ  გამოცდილებისთვის, რაც პროექტში მონაწილეობისას მიიღეს. პროგრამის ფარგლებში მეწარმე ქალებმა გადამზადებასთას ერთად, ქოუჩინგით, საკუთარი ბრენდის პროდუქციის ფოტოსესიითა და მეწარმე ქალთა კატალოგში კომპანიის შესახებ ინფორმაციის განთავსებით ისარგებლეს, რამაც მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა, აკეთონ საყვარელი საქმე ხარისხიანად“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge