png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • ეკონომიკა
  • 30.03.2023
  • 16:39
საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

საქართველოს ბანკი საქართველოს სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს.  მცირე და საშუალო  ბიზნესის გაციფრულებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მიზნით ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებით კიდევ 70 კომპანია შეძლებს  ბიზნესის გაციფრულებას. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერა.

ინიციატივის ფარგლებში, სავაჭრო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისთვის უზრუნველყოფს როგორც ვებგვერდის დამზადებას, ასევე ვებგვერდის მართვის ტრენინგს და ტექნიკურ მხარდაჭერას. ხოლო ბანკი, მეწარმეების ინტერესებზე მორგებულ ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS  და MR ქულებით გადახდა და სხვა)  ინტეგრაციას, მათთვის შეღავათიანი პირობებით. 

პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით საკუთარი პროდუქტის გაყიდვა სურს.

„დღეს ბიზნესისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ციფრული არხების განვითარება წარმოადგენს. საქართველოს ბანკი იმ მიზნით ჩაერთო პროექტში, რომ კიდევ უფრო მეტმა ბიზნესმა შეძლოს გაციფრულება და დისტანციური არხებით წარმატებული საქმიანობა. აღნიშნული ინიციატივა ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ელექტრონული კომერციის განვითარებას. მეორე მხრივ კი, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს შესაძლებლობას მისცემს, ონლაინ გადახდის სისტემის მეშვეობით კიდევ უფრო გაზარდოს გაყიდვები და გადავიდეს დახვეწილი ელექტრონული კომერციის ეტაპზე“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გადახდების მართვის დეპარტამენტის დირექტორი,  დავით ბეჟიაშვილი.

ინფორმაციისთვის, პროექტი “უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ კომპანია „ინტეგრალის“ ჩართულობით ხორციელდება, რომელიც მეწარმეებს მათ ინტერესებზე და ბიზნესზე მორგებული ვებგვერდის შექმნაში ეხმარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge