png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, კასპის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

  • ეკონომიკა
  • 03.05.2023
  • 11:13
სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, კასპის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანგილაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა.

სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 850,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. სოფლის განვითარების სააგენტო სესხის 11 % -ს აფინანსებს. მეურნეობაში, წლიურად, 300 ტონამდე მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი.

„სახელმწიფოს მხარდაჭერით, კიდევ ერთი თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა, სადაც მაღალი ხარისხის პროდუქცია იწარმოება. ყველა ჩვენი პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, ემსახურება მიზანს, ხელი შევუწყოთ ფერმერებს, აწარმოონ მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი პროდუქცია. სახელმწიფო ეხმარება მათ როგორც ფინანსური რესურსებით, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომით, ცოდნის ამაღლებით. საბოლოო ჯამში, ეს გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ფერმერი დაინტერესდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით და ჩვენ სახელმწიფო პროგრამებით, ჩვენი ხელშეწყობით შევძლებთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სასათბურე მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „მადლიერი“ საკუთრებაა. კოოპერატივის ხელმძღვანელის  გიორგი თავაძის განცხადებით, სოფლის განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობის გარეშე სასათბურე მეურნეობის მოწყობას ვერ შეძლებდა.

„სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ასეთ თანამედროვე სტანდარტების მეურნეობის გაშენებას ვერ შევძლებდით. სასათბურე მეურნეობაში მოსავლის აღება 12 თვის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდება და მარწყვის რეალიზაცია შესაძლებელი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი თავაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების  შექმნისა და განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაიცა 143 მლნ  ლარზე მეტი ღირებულების სესხები, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 23,5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება შიდა ქართლის რეგიონს, სასათბურე მეურნეობების განვითარების მიზნობრიობით 153  ბენეფიციარზე გაცემულია  13,9 მლნ ლარის ღირებულების 198 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2 მლნ  ლარს აღემატება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge