primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ახალციხეში 150 000 ევროს ინვესტიციით მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა - პარტნიორი საქართველოს ბანკია

  • ეკონომიკა
  • 17.05.2023
  • 17:02
ახალციხეში 150 000 ევროს ინვესტიციით მზის ელექტროსადგური დამონტაჟდა  - პარტნიორი საქართველოს ბანკია

კომპანია „ჯი ბი სიმ“, რომლის მიერ გამომუშავებულ ენერგიას, ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ორგანიზაციები მოიხმარენ, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული 150  000 ევროს ინვესტიციით, მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა. 0.5 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელები ახალციხის რაიონ, დაბა ვალეში მდებარეობს.

„ახალციხეში, დაბა ვალეში მზის ელექტროსადგურს 2021 წლიდან მოვიხმართ. საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ინვესტიციით კი - დამატებით 0.5 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელები დავამონტაჟეთ, რომლის წლიური გამომუშავება 710 მეგავატი იქნება. ინვესტიციის უკუგების პერიოდი 5 წელია. ეს პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი რეგიონისთვის, ასევე, ზოგადად მწვანე ენერგიის განვითარებისთვის. ჯანსაღ გარემოსთან ერთად ეს არის იაფი და ხელმისაწვდომი ენერგია ყველასთვის. მისი დიდი უპირტესობაც ის არის რომ მას არ სჭირდება გაყვანილობა და მისი დამონტაჟება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. მზის პანელების გამოყენება ეფექტური საშუალებაა ბიზნესის განვითარებისთვის“, - აღნიშნავს კომპანია „ჯი ბი სის“ დირექტორი და დამფუძნებელი, ვალერი ჩიტაშვილი.

„მზის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი აქტიურადაა დაინტერესებული გახდეს ეკომეგობრული კომპანია. ჩვენთვის ბიზნესის მხარდაჭერა პრიორიტეტულია. შესაბამისად, მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ პროექტების განხორციელებაში. მით უფრო, თუ ეს ერთდროულად გულისხმობს გარემოს ზრუნვასა და ბიზნესის განვითარებას. ჩვენი პარტნიორობა კომპანია „ჯი ბი სისთან“ სულ რამდენიმე თვეს ითვლის. კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, რადგან კარგად ესმის გარემოზე ზრუნვისა და ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების საკითხი, ის რაც მზის ელექროსადგურების მეშვეობით არის შესაძლებელი. კომპანია ამით ეხმარება ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ორგანიზაციებსა თუ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისარგებლონ მათ მიერ გამომუშავენული ენერგიით“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ სალიაშვილი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით შექმნა მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი.  ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარი საქმიანობის განვითარებას მოახმაროს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge