png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან IBIS-ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

  • ეკონომიკა
  • 11.09.2023
  • 16:04
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან IBIS-ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

საქართველოს ბანკი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.  ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, „ფუჯინ სილქ ფროფერთი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამვარსკვლავიან სასტუმროს IBIS-ის ბრენდის სახელით გახსნის.

72 ნომრიანი სასტუმრო  4 სართულიან  4600 კვ.მ. ფართობის შენობაში განთავსდება.

სასტუმროში მისული სტუმრები შეძლებენ ისარგებლონ რესტორნით და ღვინის მაღაზიით. სასტუმროში ასევე მოეწყობა სატრენაჟორო დარბაზი და საკონფერენციო სივრცე. 

პროექტის ჯამური ინვესტიცია  დაახლოებით  8,7 მილიონი აშშ დოლარია.  ბანკის ფინანსური რესურსი კი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური პარტნიორის მხარდაჭერით IBIS-ის ბრენდის ახალ სასტუმროს ავაშენებთ. მიგვაჩნია, რომ სასტუმროს ლოკაცია მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიზიდოთ ბევრი ტურისტი. მოხარული ვართ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და ჩვენს წვლილს შევიტანთ ეკონომიკური გარემოს  გაუმჯობესებაში“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ჯონ დოდელენდემ.

„ჩვენ მუდმივად მზად ვართ ჩავერთოთ პროექტებში, რომლის დახმარებითაც ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდები შემოვლენ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდას და ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვას. მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ ბიზნესს, დაიწყონ და განახორციელონ ახალი პროექტები. მიგვაჩნია, რომ ლოკაციიდან გამომდინარე  სასტუმროს ეყოლება ბევრი სტუმარი, რომელსაც გაუწევენ მაღალი ხარისხის მომსახურებას და ამით გაზრდიან შემოსავლებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, არ გაჩერდნენ და კიდევ ბევრი, ახალი პროექტი განახორციელონ “,- განაცხადა ნინო  აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge