png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტა ჰოლდინგს“ აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია

  • ბიზნესი
  • 06.10.2023
  • 14:10
„თეგეტა ჰოლდინგს“ აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია
  • აზიის განვითარების ბანკი „თეგეტა ჰოლდინგთან“ გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს

„თეგეტა ჰოლდინგს“ აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ეწვია. სიუზან გაბური, ADB-ის წარმომადგენლებთან ერთად, „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისის ინფრასტრუქტურას გაეცნო და შეხვედრა გამართა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან. ოფიციალურ შეხვედრაზე „თეგეტა ჰოლდინგისა“ და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლო გეგმებიც და გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც პარტნიორობას არაერთი მიმართულებით ითვალისწინებს. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან ერთად,  მსხვილ პროექტზე მუშაობს,  რაც მწვანე საავტომობილო ეკოსისტემის განვითარებას გულისხმობს.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ აზიის განვითარების ბანკთან ხანგრძლივი პარტნიორობა გვაკავშირებს. ახლა კი განვიხილავთ მასშტაბურ პროექტებს, გრძელვადიან პროგრამებს, რომლებიც ელექტრომანქანების ეკოსისტემის განვითარებას ითვალისწინებს საქართველოში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „თეგეტა ჰოლდინგი“ პროგრესსა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა და   ავტოინდუსტრიაში ინოვაციური პროექტებით გამოირჩევა. ჩვენ ხშირად ვქმნით პრეცედენტებს და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. სულ ახლახან „თეგეტა ჰოლდინგმა“ მწვანე ობლიგაციები გამოუშვა, ემისიის მოსამზადებელ ეტაპზე კი ჩარჩო შეიმუშავა, სადაც, გაწერილ ვალდებულებებთან ერთად, სწორედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ხელშეწყობაზეც არის საუბარი“.

 „თეგეტა ჰოლდინგს“ ADB-სთან პარტნიორობის გამოცდილება უკვე აქვს. 2023 წლის ივლისში ჰოლდინგმა 20 000 000 ლარის მწვანე ობლიგაციები ეროვნულ ვალუტაში სწორედ აზიის განვითარების ბანკის ინვესტიციით გამოუშვა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა  ჰოლდინგში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელა. ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად  მწვანე პროექტებს მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიმართ თეგეტას გრძელვადიან ინტერესს უსვამს ხაზს.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge