png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

NASA Space Apps Challenge 2023 „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა

  • ბიზნესი
  • 09.10.2023
  • 17:12
NASA Space Apps Challenge 2023 „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართა
  • „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ რჩეული მონაწილე სპეციალური პრიზით დააჯილდოვა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გლობალური ჰაკათონის, NASA Space Apps Challenge 2023-ის მხარდამჭერი იყო. ორდღიანი ჰაკათონის შემდეგ კომპანიამ საკუთარი  რჩეული გამოავლინა და გუნდი BASE 2 სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

NASA-ს ჰაკათონი მონაწილეებს ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას სთავაზობს, მათ კი თემაზე ინდივიდუალურად ან ჯგუფურად უწევთ მუშაობა. 2023 წელს მთავარ თემად Explore Open Science Together შეირჩა. ამჯერად მონაწილეებს დედამიწისა და კოსმოსის ყველაზე დიდი გამოწვევებიდან მოუწიათ გამოსავლის მოძებნა.

თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ტოიოტა განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის სტრატეგიის ნაწილია ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებითა და ეკოლოგიაზე ზრუნვით შექმნას უკეთესი გარემო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც”, რა თქმა უნდა, უერთდება ტოიოტას გლობალურ ხედვას. ყოველთვის მივესალმებით ინოვაციურ იდეებს და აღნიშნულ პროექტში ჩავერთეთ, რათა წვლილი შევიტანოთ ახალგაზრდების წინსვლასა და განვითარებაში. NASA Space Apps Challenge-ის ფარგლებში ძალიან საინტერესო ორდღიანი ჰაკათონის მომსწრეები ვიყავით. ჩვენი რჩეული კი გახდა გუნდი BASE 2. მათ ვიდეო თამაშით კარგად აჩვენეს თუ როგორი მნიშვნელოვანი რესურსია წყალი. გვჯერა, წარმოდგენილი იდეები ძალიან მალე განხორციელდება და წვლილს შეიტანს უკეთესი სამყაროს შექმნაში“.

Toyota-ს გლობალური ხედვით, ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემები ინოვაციური იდეებითა და ახალი ტექნოლოგიებით უნდა გადაწყდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება NASA Space Apps Challenge-იც, რათა აღმოაჩინონ ადამიანები, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიან.

Toyota-ს გლობალური სტრატეგია, Going Beyond, რომლის მიზანიც უკეთესი სამყაროს შექმნაა, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ისეთი პროდუქტის შექმნას გულისხმობს, რომელიც  მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას და ადამიანებს უკეთეს, ჯანსაღ სამყაროში ცხოვრების საშუალებას მისცემს.

წლევანდელი გლობალური ჰაკათონი, რომელიც ერთდროულად 225-ზე მეტ ადგილას მიმდინარეობდა, NASA-სა და 13 კოსმოსური სააგენტოს პარტნიორობით განხორციელდა.

ეს წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მასშტაბური იყო, ჰაკათონში ჯამში 100 ზე მეტი აპლიკაცია დარეგისტრირდა და 20 ზე მეტი მონაწილე გუნდი შეიკრა. NASA Space Apps Challenge 2023 ორგანიზებული იყო სტარტაპ ბიუროსა  და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

--

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა" „თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge