png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში Grand Mall გაიხსნა

  • ბიზნესი
  • 09.10.2023
  • 18:00
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში Grand Mall გაიხსნა

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა ერთი წლის წინ EBRD-თან Batumi Grand Mall-თან ერთად ხელი მოაწერა პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, რომლის შედეგადაც ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი უკვე  გაიხსნა.

პროექტის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ევროა, სესხის მოცულობა 7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც სრულად სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებას მოხმარდა.

მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ენერგოეფექტიანი დანადგარებისა და სამშენებლო მასალებისთვის კომპანიამ დამატებით მიიღო გრანტი EBRD-ის FINTECC პროგრამის ფარგლებში, რომლის დონორებიც არიან ევროკავშირი და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და EBRD-ის ხელშეწყობით, ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრის გაიხსნა, რომლის საიჯარო ფართობიც 24 000 კვ.მ.-ია. ახალ მოლში წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი ბრენდი მათ შორის, Massimo Dutti, ZARA, Mango, Stradivarius, Tommy Hilfiger, Gant, Guess, Armani Exchange და სხვა. მოლში განთავსებული იქნება, როგორც კვების ობიექტები და კინოთეატრი, ასევე ფიტნეს და საბავშვო გასართობი ცენტრები. მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ცენტრის შენობა ენერგოეფექტიანია, რომელიც ენერგიის მოხმარებას 35% - ით შეამცირებს“, – განაცხადა Batumi Grand Mall-ის ინვესტორმა, ამირან დარჩიძემ.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ტურისტულად მიმზიდველ რეგიონებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება EBRD-თან Batumi Grand Mall-თან  პარტნიორობა, რომელიც ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებისკენაა მიმართული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ტურიზმის მხარდაჭერას.  ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ამ დროის მონაცემებით, ახლადგახსნილ მოლში  1000  ადამიანი დასაქმდება“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge