primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

მოამზადე ავტომობილი ცივი დღეებისთვის - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

  • ბიზნესი
  • 16.10.2023
  • 13:15
მოამზადე ავტომობილი ცივი დღეებისთვის - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

შემოდგომა  სწორედ ის დროა, როდესაც თქვენი ავტომობილი ცივი დღეების მოახლოებისთვის უნდა მოამზადოთ, რადგან ტემპერატურის ცვლილება ავტომობილის სხვადასხვა დეტალზე აისახება. უსაფრთხო გადაადგილებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, ტემპერატურის კლებას  სრულად გამართული ავტომობილით შეხვდეთ.

ცივი დღეებისთვის ავტომობილის შესამოწმებლად და გასამართად „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული აქციებია საბურავებზე, აკუმულატორებზე, საცხებ-საპოხ მასალებსა და  სათადარიგო ნაწილებზე.

საბურავები

•          სპეციალური ფასები შერჩეულ საბურავებზე

მხოლოდ ონლაინ:

•          20%-იანი ფასდაკლება BF Goodrich-ის საბურავებზე

•          25%-იანი ფასდაკლება ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე

შეგახსენებთ, რომ ცვალებადი ამინდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი სწორად შერჩეული საბურავია. მისი ხარისხი, სეზონთან შესაბამისობა და მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი.

აკუმულატორები

•          25%-იანი ფასდაკლება აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე

•          სპეციალური ფასები Macpower-ის აკუმულატორებზე

აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. თუკი აკუმულატორს სამუშაო რესურსი შემცირებული აქვს, ვერ შეძლებს ძრავის ასამუშავებლად საჭირო ენერგიის გამოყოფას და არასასიამოვნო სიტუაციების რისკი იზრდება. ამიტომ საჭიროა მისი რესურსის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.

საცხებ-საპოხი მასალები და ფილტრები

•          25%-იანი ქეშბექი Mobil-ისა და Shell-ის ბრენდის ზეთებზე

•          20%-იანი ფასდაკლება Petronas-ის ზეთებზე

•          სპეციალური ფასი Lesta-ს ბრენდის ანტიფრიზზე

ტემპერატურის კლებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ძრავისა და გაგრილების სისტემის სითხეები. საჭიროა გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის დონისა და ხარისხის შემოწმება, რათა ძრავის გაგრილების სისტემა დაცული იყოს.

ასევე უმნიშვნელოვანესია ძრავის ზეთის დონისა და რესურსის კონტროლი. არ შეიძლება, რომ კონკრეტული გარბენის შემდეგ ზეთი და ფილტრი არ შევცვალოთ,. რადგან ზეთი ასრულებს შეპოხვის ფუნქციას ძრავის მოძრავი დეტალებისთვის.

სათადარიგო ნაწილები

•          სპეციალური ფასები მინამწმენდებზე

შემოდგომა გამოირჩევა ტემპერატურის კლებით და წვიმიანი ამინდებით. იმისათვის, რომ ნალექიან დღეებში უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეთ, ყველა ზემოჩამოთვლილ დეტალთან ერთად, საკმაოდ დიდ როლს ასრულებს საქარე მინამწმენდები. ის უზრუნველყოფს, რომ წვიმიან ამინდში ხილვადობა არ შეგეზღუდოთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შეთავაზებასთან ერთად, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შეგიძლიათ სპეციალური ფასებით შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის Total-ისა და Toptul-ის ხელსაწყოები და დანადგარები. გარდა ამისა, ჰაერისა და სალონის ფილტრის ყიდვის შემთხვევაში, მათი შეცვლა უფასო იქნება.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge