primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა

  • ბიზნესი
  • 26.10.2023
  • 16:16
„თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა

25 ოქტომბერს „იქომერს ასოციაცია საქართველოს“ ორგანიზებით „ელექტრონული კომერციის დღე“ გაიმართა. პირველად საქართველოში, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული კომერციის პროცესში მთავარ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ემსჯელათ.

„ელექტრონული კომერციის დღის“ გენერალური სპონსორი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. ღონისძიების მონაწილეებთან საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, e-Commerce-ის, გამოცდილებაზე, „თეგეტას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიურმა დირექტორმა ლევან მამულაშვილმა ისაუბრა. საქართველოს ბაზარზე „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო პირველი, ვინც მომხმარებელს ავტომობილის ონლაინშეძენისა და კონფიგურატორების დახმარებით სასურველი მახასიათებლების შერჩევის საშუალება მისცა.

ლევან მამულაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ტექნოლოგიური დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საკუთარი საქმიანობა გააციფრულა. ჩვენი ონლაინმაღაზიის უკან დგას SAP ERP სისტემა, რომელიც უფრო მარტივს ხდის საოპერაციო საქმიანობას, ხოლო საინჟინრო ნაწილში აქტიურადაა დაწყებული ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. მომხმარებლებს, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, ვთავაზობთ სხვადასხვა ციფრულ სერვისს, მათ შორის, მობილურ აპლიკაციას, ონლაინჯავშნებს, ავტომობილის ისტორიის შექმნას და სხვა.

ჩვენი, როგორც მულტიბრენდული კომპანიის, მთავარი მიზანი ელექტრონული პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და ავტოინდუსტრიის სრულად გაციფრულებაა. მიხარია, რომ ლიდერები ვართ ავტოინდუსტრიის დიგიტალიზაციის კუთხითაც და მომხმარებელს ამ მიმართულებით ბევრ ინოვაციას შევთავაზებთ“.

ქართულ საავტომობილო ბაზარზე „თეგეტა“ ელექტრონული კომერციის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. ციფრული პლატფორმა „თეგეტა ჰოლდინგში“ თითქმის 10 წელია მოქმედებს. „თეგეტა შოპი“ მოიცავს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვის შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად აძლევს. ონლაინმაღაზიაში უკვე ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი და სამომავლოდ ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობების გამოყენება კიდევ უფრო აქტიურად იგეგმება.

eCommerce Day 2023-ს 500-ამდე სტუმარი დაესწრო და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა. ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება.

საღამოს საერთაშორისო სტუმრებს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Geely Sakartvelo-მ, უმასპინძლა. ოფიციალურ ვახშამზე ქართული და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ელექტრონული კომერციის შესახებ აქტუალური თემების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge