png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო სექტორის B2B ფორუმი გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 31.10.2023
  • 12:23
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო სექტორის B2B ფორუმი გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკის, GIZ  და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და GCMC - ის ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო რუმსში, სამშენებლო სექტორის B2B ღონისძიება 3 ნოემბერს გაიმართება.

ღონისძების მიზანი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა, ადგილობრივი წარმოების და ბაზრის განვითარება, იმპორტდამოკიდებულების შემცირება და  საქმიანი ურთიერთობების ხელშეწყობაა.

ფორუმის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები პრეზენტაციებს  წარადგენენ და მასალების მწარმოებლებსა და დეველოპერულ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება. ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება თემაზე : დეველოპერული და სამშენებლო მასალების წარმოების სექტორების მიმოხილვა და პროგნოზები.

,,ჩვენი ქვეყანა სამშენებლო მასალების კუთხით დიდწილად იმპორტზე არის დამოკიდებული. თუმცა ბოლო პერიოდში  წარმოების ხარისხი, მრავალფეროვნება და მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გვინდა, რომ იმპორტდამოკიდებულება ჩანაცვლდეს და ადგილობრივმა წარმოებამ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს სამშენებლო სექტორში. შესაბამისად,  ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებასა და სამშენებლო  სექტორს შორის ბიზნეს კავშირების გამყარებას.  კლასტერის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ გაყიდვების ხელშეწყობაა, როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე ქვეყნის გარეთ და ეს   B2B ღონისძიება სექტორს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებს მარიამ ცაიშვილი, სამშენებლო მასალების კლსტერის (gcmc) ხელმძღვანელი.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. აღნიშნული ღონისძიებაც ამის დასტურია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, სამშენებლო B2B ფორუმი იმართება, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და იმპორტდამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძლებთ ბიზნესის წახალისებას და მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია.“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

რეგისტრაცია შესაძლებელია ხვალ საღამომდე, მსურველები ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბანკი, GIZ, GNARE, ICCA, FIABCI Georgia, Enterpreneur, Business Insider Georgia, BMG, Prospect

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge