png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 06.11.2023
  • 12:26
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ტურიზმის ფესტივალი გაიმართება

საქართველოს ბანკისთვის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის  განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი მრავალი წელია აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს ამ  სექტორის გაძლიერებას.  სწორედ ამ მიზნით,  ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით,  10 და 11 ნოემბერს, რადისონ ბლუ ბათუმში, ტურიზმის ფეტივალი - ტურისტერი გაიმართება.

ტურისტერი B2B და B2C ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემაა : ციფრული ტექნოლოგიები, ქცევის ცვლილება და  მარკეტინგი, ასევე მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში.

ფესტივალს სპიკერის რანგში დაესწრებიან ისეთ კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა : TripAdvisor-ის, Expedia-ს, Google Cloud-ის, Bolt-ისა და სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურიზმის სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებზე, გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.

„საქართველოს ბანკი მრავალი წელია საქართველოში ტურიზმის სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ახლა უკვე ტურიზმის ფესტივალის პარტნიორები ვართ, რომელიც ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ბათუმში. მიგვაჩნია, რომ  მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობენ ბიზნესებს წარმოადგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი, შეხვდნენ ახალ ბიზნეს პარტნიორებს, გააზიარონ და მოისმინონ საერთაშორისო კომპანიების გამოცდილება და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, რაც ქართული ბიზნესის გაძლიერებას და მდგრად განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ - აცხადებენ საქართველოს ბანკში

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები ბილეთებზე  20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ღონისძების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge