png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

LET’S GO BEYOND ZERO - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი და კონცეფცია

  • ბიზნესი
  • 09.11.2023
  • 12:22
LET’S GO BEYOND ZERO - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი და კონცეფცია

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი შოურუმის რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზე გადადის. იაპონური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა 2024 წლიდან მომხმარებლებს სრულიად განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს. ვიზუალურ მახასიათებლებთან ერთად, სრულად იცვლება შოურუმის კონცეფციაც, რაც რეგიონში განსხვავებული მომსახურების პრეცედენტს შექმნის.

ახალი კონცეფციის თანახმად, ყველა პროდუქტი და სერვისი ერთ მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება, რაც მომსახურების პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს. ახალი ვიზუალური იდენტობის მთავარი კონცეფცია სრულიად განახლებული სივრცეა, სადაც თითოეულ მომხმარებელს ბრენდთან უშუალო ინტერაქციის შესაძლებლობა ექნება როგორც ციფრული გზით, ისე პერსონალური მრჩევლის დახმარებით. განახლებულ შოურუმში განთავსებული ციფრული მონიტორები მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, დეტალურად გაეცნოს სხვადასხვა პროდუქტს.

გარეგანი იერსახის ცვლილებასთან ერთად, მომსახურების სტანდარტის გასაახლებლად იგეგმება ორგანიზაციული ტრანსფორმაციაც. ახალი სისტემის საშუალებით შესაძლებელი იქნება ფრონტის თითოეული თანამშრომლის ცენტრალიზებული მართვა, საკვანძო პოზიციებს შორის კომუნიკაცია, ჩამოყალიბდება ახალი გუნდური მიდგომა, რაც, საბოლოო ჯამში, მომსახურებას უფრო სწრაფსა და მოქნილს გახდის.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „განახლებული სივრცე მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა ფოკუსირებული. სტუმარმა შოურუმში შემოსვლის წუთიდან მაქსიმალურად სრულყოფილი მომსახურება უნდა მიიღოს. ახალი შოურუმის კონცეფცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ამბიციისკენ მიმავალ გზაზე, რომლის მიხედვითაც „ტოიოტას“ ყველა მომხმარებელი შეძლებს განსაკუთრებული გამოცდილების მიღებას, რაც გულისხმობს პერსონალურ მიდგომას ყველა მომხმარებლისადმი. „ტოიოტას“ იაპონური კულტურის ნაწილია „ომოტენაში“, რაც ყოველი მომხმარებლის ჩვენს სახლში მოსულ სტუმართან გაიგივებასა და შესაბამის მოპყრობას ნიშნავს. განახლებული კონცეფცია, ვფიქრობთ, მოგვცემს საშუალებას, ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმის რეკონსტრუქცია 2023 წელს დაიწყო. ახალი მოდერნიზებული შოურუმის გახსნა და იაპონური ბრენდის განახლებული ონცეფციით ოპერირება 2024 წლის დასაწყისიდანაა დაგეგმილი.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ 2014 წელს ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო. შოურუმი თბილისში 10 წლის წინ გაიხსნა. მისი რეკონსტრუქცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და განახლებული სივრცე სტუმრების მიღებას იანვრიდან შეძლებს. ევროპული სტანდარტების შოურუმი უნივერსიტეტის ქ. #6-ში მდებარე 800 კვ/მეტრ ფართობზეა განთავსებული. ინტერიერი „ტოიოტას“ საერთაშორისო გაიდლაინით მოეწყობა.

----

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge