png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო Agro, Food, Drink, Tech, Expo 2022 ჩატარდება

  • ეკონომიკა
  • 16.11.2023
  • 13:40
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო Agro, Food, Drink, Tech, Expo 2022 ჩატარდება

საქართველოს ბანკი აგრო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით 17 – 19 ნოემბერს, „ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2022 გაიმართება.

ექსპოს მიზანს საქართველოში სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეების წახალისება და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრება წარმოადგენს. წელს გამოფენაში 6 ქვეყნიდან  70 - მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ბაზარზე არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მომხმარებლებსა და ინვესტორებს წარუდგინონ საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი და შესაბამისად,  გაზარდონ მათი პროდუქტის  ცნობადობა. ასევე,  შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს. გამოფენის ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების,  სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობით, სხვადასხვა თემატური კონფერენცია, ვორქშოფი და B2B შეხვედრა ჩატარდება.

მოწვეულ სპიკერებს შორის არის საქართველოს ბანკის აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელი ალექსანდრე მელქაძე, რომელიც სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის ინდუსტრიისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებზე ისაუბრებს.

„გამოფენაზე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგრო სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, ამასთანავე შეხვნენ ახალ ბიზნეს სპარტნიორებს და დაამყარონ სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს ბანკისთვის სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი მეწარმეების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ კუთხით ჩვენ არაერთი პროდუქტი და სერვისი შევქმენით, რომელზეც ღონისძიების ფარგლებში ვისაუბრებ და მეწარმეებს გავაცნობ თუ რა სახის მხარდაჭერას ვთავაზობთ.   ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ აგრო სექტორის გაძლიერებისკენ მიმართული ინციტიატივების მხარდაჭერას“ ,- განაცხადა ალექსანდრე მელქაძემ, საქართველოს ბანკის აგრო პროექტების განვითარების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, გამოფენის პარალელურად, 17–18 ნოემბერს, ექსპოჯორჯიაში აგრობაზარი გაიმართება, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული ავთენტური პროდუქტი შეიძინონ.

საქართველოს ბანკის აგროპროდუქტების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge