png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტა აკადემიაში“ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო

  • ბიზნესი
  • 17.11.2023
  • 15:40
„თეგეტა აკადემიაში“ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო
  • „თეგეტა აკადემიას“ მალე პირველი დიპლომირებული ძრავის მექანიკოსები ეყოლებიან

„თეგეტა აკადემიაში“ სასწავლო პროცესი განახლდა. ძრავის მექანიკოსის პროფესიას 15 პროფესიული სტუდენტი დაეუფლება. მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად მათ შიდა ტესტირებისა და მოტივაციური გასაუბრების ეტაპი გაიარეს და 79 მსურველს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

პროგრამის დაწყებამდე „თეგეტა აკადემიამ“ ახალი ნაკადის სტუდენტებს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე უმასპინძლა. მათ საშუალება ჰქონდათ, აკადემიას, ადმინისტრაციას, პროფესიულ მასწავლებლებს, შიდა და გარე სივრცეებს გასცნობოდნენ, ენახათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცეები. 

„თეგეტა აკადემიაში“ აღნიშნული პროგრამა პირველად ხორციელდება. რაც ნიშნავს იმას, რომ დიპლომირებულ ელექტრომექანიკოსებთან ერთად, მომავალ წელს აკადემიას  პირველი დიპლომირებული ძრავის მექანიკოსებიც ეყოლებიან.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ წელს პირველად ვიწყებთ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულები მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია „თეგეტა აკადემიისთვის“ და მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. „თეგეტა აკადემია“ მხოლოდ სწავლების პროცესით არ შემოიფარგლება და პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაშიც შეუწყობს ხელს“.

პროგრამის პროფესიული სტუდენტები 10 თვის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, რომლის დროსაც საშუალება ექნებათ, შეისწავლონ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული მოდულები.

ნინი ერისთავი, „თეგეტა აკადემიის“ ხარისხის მართვის მენეჯერი: „პროგრამის მოცულობა 58 კრედიტისგან შედგება. სწავლების პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა შუალედური გამოცდის საშუალებით შემოწმდება, ხოლო პროგრამის დასრულებისას ისინი სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ საქმიანობა მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, „თეგეტაში“  დასაქმდნენ“.

„თეგეტა აკადემიის“ პროფესიულ კოლეჯში სწავლება, ჯამში, 3 პროფესიულ პროგრამაზე მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის კოლეჯი წარმატებით დაასრულა 11-მა სტუდენტმა, რომელთაგანაც უმეტესობა „თეგეტაში“ დასაქმდა. ამჟამად პროფესიულ კოლეჯში, ძრავის შეკეთების პროგრამის გარდა, 13 აქტიური სტუდენტი ელექტრო- და ელექტრონული სისტემების დუალურ პროგრამაზე სწავლობს.  

----

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge