png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 17 ნოემბერს „ფერმერის დღე“ გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 20.11.2023
  • 18:58
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 17 ნოემბერს  „ფერმერის დღე“ გაიმართა

17 ნოემბერს, 19:00 სთ-ზე, სასტუმრო სტამბის The Dome-ში საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, „ფერმერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.

ღონისძიებაზე ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა. ამ დღისთვის დამატებით დაწესდა ორი სპეციალური პრიზი. სულ ნომინირებული იყო 25 ბიზნესი და გამარჯვებულია 9

ნომინაციები კი ასე გამოიყურებოდა:

  1. წლის ფერმერი - რევაზ ბერიძე, რძის გადამუშავება, ყველის დამზადება, სამცხე-ჯავახეთი.
  2. ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი - ირაკლი ხუტურიძე, გუდის ყველის წარმოება, კახეთი.
  3. წლის აგროტურისტული ობიექტი - მარიანა ბალასანიანი, საოჯახო სასტუმრო, სამცხე-ჯავახეთი.
  4. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მქონე აგრობიზნესი - ბესარიონ ჯანგირაშვილი, ჩირის წარმოება, მცხეთა-მთიანეთი.
  5. წლის განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი - ზურაბ სადათერაშვილი, ლოკოკინების ფერმა,მეკარტოფილეობა, მებოსტნეობა, სამცხე-ჯავახეთი.
  6. ფერმერი საოკუპაციო ხაზთან - ზუკა მახარაშვილი, სასათბურე მეურნეობა, შიდა ქართლი.
  7. წლის აგრიტექ პროექტი - ზვიად მირიანაშვილი, ლურჯი მოცვის წარმოება, გურია.
  8. წლის ქალი ფერმერი - ნათია ღურწკაია, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მერძევეობა, სამეგრელო-ზემო სვანეთი.
  9. ნანა ჯანაშიას სახელობის ნომინაცია - გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ფერმერი - გიორგი ხითარიშვილი, მემცენარეობა, სამცხე-ჯავახეთი.

ღონისძების ოფიციალურ ნაწილს, 200-ზე მეტი სტუმარი მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციიებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ფერმერები ესწრებოდნენ.

„მოხარული ვართ, რომ კვლავ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა ფერმერთა დღის აღნიშვნისთვის. ეს უკვე ტრადიციად გვექცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ბიზნესის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის და თანაც აგრომიმართულებით.    ფერმერები არიან ადამიანები, რომლებიც დაუღალავად, ყოველდღიურ რეჟიმში ავითარებენ სოფლის მეურნეობას, ქმნიან დოვლათს და ახალისებენ ეკონომიკის განვითარებას და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ამ შორმის დაფასება. მინდა მივულოცო თვითოეულ მათგანს დამსახურებული ჯილდო“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანია, ფერმერთა შრომის და წვლილის დაფასება სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში.

ფერმერის დღის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი, სპონსორები: ველი სთორი, ალდაგი, სანტე, თელიანი ველი, Soplidan.ge და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge