png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტა ჰოლდინგმა“ თბილისში ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა

  • ბიზნესი
  • 06.12.2023
  • 16:56
„თეგეტა ჰოლდინგმა“ თბილისში ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა

2 კვირაა, თბილისის ქუჩებში „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ შემოყვანილი ელექტროავტობუსი გადაადგილდება. BYD-ის ბრენდის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მგზავრებს N321 სამარშრუტო ხაზზე ემსახურება, ქალაქში სატესტო რეჟიმში გაეშვა. ჩინური ავტოგიგანტი და ელექტრომიმართულებით ნოვატორი კომპანია BYD, ჩინეთის გარდა, ფარავს ამერიკისა და ევროპის კონტინენტებს და უამრავ ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს.

ელექტროავტობუსს „თეგეტა ჰოლდინგის“  შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ფლობს და ის თბილისამდე ერევნის მუნიციპალიტეტში, ასევე სატესტო რეჟიმში, ერთი თვით იყო გაგზავნილი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს არის სატესტო პერიოდი როგორც თეგეტასთვის, ისე მუნიციპალიტეტებისთვის, რათა ყველა მხარემ შეძლოს, მუნიციპალური ელექტროტრანსპორტის სამომავლო პერსპექტივები, საჭიროებები და შესაძლებლობები რეალურად განსაზღვროს.

გიორგი პაპოშვილი, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „მოგეხსენებათ, მსოფლიო უკვე შეთანხმდა, რომ ავტოინდუსტრიის მომავალი ელექტრიფიკაციასთან სულ უფრო სწრაფი ტემპებით იკვეთება და, შესაბამისად, ყველა წამყვანი ბრენდი ცდილობს, არსებული პროდუქცია ელექტროალტერნატივას მოარგოს. ამ მხრივ, საქართველოსა და რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტის მიმართულებით ნოვატორი კვლავ თეგეტაა.

მთავარი მახასიათებელი, რომელსაც ელექტროტრანსპორტის შერჩევისას ყურადღება ექცევა, არის ბატარეის მოცულობა. BYD-ის ელექტროავტობუსი, ბევრ სხვა მახასიათებელთან ერთად, ამითაც გამორჩეულია. ის აღჭურვილია სწრაფი დამტენით, რაც გულისხმობს, რომ მას შეუძლია  0%-იდან 100%-ამდე ელექტროენერგიით შევსება სულ რაღაც 4 საათში და ერთი დამუხტვით 450 კილომეტრს გადის“.

როგორც გაირკვა, ელექტროავტობუსებით მუნიციპალიტეტის პარკის გამრავალფეროვნება განსაკუთრებით დიდ ინფრასტრუქტურულ მომზადებას, მართვისა და დაგეგმვის განსხვავებული სპეციფიკის დანერგვას მოითხოვს. ელექტროავტობუსის  სატესტო რეჟიმში გაშვება კი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ სამომავლო პერსპექტივაში თეგეტა მსგავს პროექტებს მზად შეხვდეს.

გიორგი პაპოშვილი, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი:  „ელექტროტექნიკასთან დაკავშირებით ნებისმიერი ავტორიზაციის მიღებას განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ შეხება გვაქვს მაღალ ძაბვასთან, პირველ ადგილზე დგას უსაფრთხოება და ამ ყველაფრისთვის მზაობას სპეციალური ტრენინგები, გადამზადების კურსები, აღჭურვილობა და პროფესიონალების ჩართულობა სჭირდება.

როგორც ყოველთვის, ვცდილობთ, ამ მიმართულებითაც ნოვატორები ვიყოთ, ბაზარზე მოწინავე პოზიცია დავიკავოთ და ნებისმიერი ახალი მოთხოვნის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად და მოქნილად ვიმოქმედოთ“.

ელექტროავტობუსი თბილისში, N321 სამარშრუტო ხაზზე მგზავრებს 15 დეკემბრამდე მოემსახურება. ერთთვიანი სატესტო ვადის ამოწურვის შემდეგ, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტისგან, ისე თეგეტასგან, შეფასდება განვლილი პერიოდი და სამომავლოდ ამ მიმართულებით განვითარებისთვის მუშაობა გაგრძელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge