primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

Polaris-ის 69-წლიანი ისტორია - „ავტო გალერი“ ამერიკული ბრენდის ოფიციალური პარტნიორია

  • ბიზნესი
  • 07.12.2023
  • 18:16
Polaris-ის 69-წლიანი ისტორია -  „ავტო გალერი“ ამერიკული ბრენდის ოფიციალური პარტნიორია

Think Outside – ამ სლოგანის მიღმა ამერიკული ოფ-როუდ ბრენდის Polaris-ის 69-წლიანი ისტორია დგას.  მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მწარმოებელი კომპანიის სრულყოფილებისკენ სწრაფვა  1954 წელს, პირველი თოვლმავალის შექმნით დაიწყო და მას შემდეგ ოფ-როუდის მოყვარულებს დაუვიწყარი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს.  საქართველოში ამერიკული ბრენდის ტექნიკაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.  

„თეგეტა ჰოლდინგიმა“ Polaris-ის პროდუქციის რეალიზაცია საქართველოში პირველმა, 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წლიდან კი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, “ავტო გალერი“ ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

ბრენდის ტექნიკა რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: თავგადასავლების მოყვარულებისთვის, სასოფლო-სამეურნეო, ნადირობის, Off road-ის  და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებისთვის.

Polaris-ის პროდუქტი  გამოირჩევა ხარისხით,  სიმძლავრით და ინოვაციურობით.  ტრანსპორტში ჩაშენებულია უახლესი ტექნოლოგიები. ძრავის სიძლიერე  ვლინდება არა მხოლოდ თოვლიან და რთულ გზებზე გადაადგილებისას, არამედ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროსაც. Polaris-ისთვის, როგორც ინდუსტრიის ლიდერი კომპანიისთვის, მთავარი პრიორიტეტი არის უსაფრთხოება.

კობა ხვედელიძე, მოტო და ATV მიმართულების ხელმძღვანელი: „Polaris-ი ეხმარება ადამიანებს, გადაადგილდნენ ქვიშაზე, ბილიკზე, ტალახსა და რთულ გზებზე. ბრენდის მისიაა, შეცვალოს მომხმარებლის ქცევა და საზოგადოების სოციალიზაციას შეუწყოს ხელი, გაიყვანოს ბუნებაში. ხელი შეუწყოს დაუვიწყარი მოგონებების შექმნას და დაეხმაროს საკუთარი თავის აღმოჩენაში. Polaris-ი ახალი ტექნიკის შექმნისას ხელმძღვანელობს  იდეით, რომ ადამიანის აზროვნებას საზღვრები არ აქვს და მომხმარებელს აძლევს მხოლოდ ერთ რჩევას - „იფიქრე საზღვრებს მიღმა“. ამ ბრენდის უმნიშვნელოვანესი ღირებულება ის არის, რომ არასდროს წყვეტს განვითარებას და მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციებზე. თავგადასავლების მოყვარულებს ეხმარება -  განიცადონ ქალაქგარეთ მოგზაურობისა და Off-roading-ის სიამოვნება. მზად არის, ხელი შეუწყოს და გააძლიეროს სოფლის მეურნეობის ინიციატივები“.

„ავტო გალერი“ Indian Motorcycles-ის ოფიციალური დილერიც გახდა. ეს არის პირველი ამერიკული მოტომწარმოებელი, რომელიც 2011 წლიდან სწორედ Polaris-ის საკუთრებაშია.

კობა ხვედელიძე, მოტო და ATV მიმართულების ხელმძღვანელი: „2024 წლის იანვრიდან ქართულ ბაზარზე Indian Motorcycles-ის პროდუქცია ოფიციალურად შემოვა. საქართველოში მოტომიმართულება მზარდია, შესაბამისად, ვცდილობთ მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ სექტორის განვითარებაში. ცხადია, უსაფრთხოების გათვალისწინებით. Indian Motorcycles ცენტრის სამშენებლო სამუშაოებიც დაწყებული გვაქვს და რამდენიმე თვეში გაიხსნება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურითა და სერვისით“.

აღსანიშნავია, რომ „ავტო გალერიში“ Polaris-ის ბრენდის ტექნიკაზე  Trade in სისტემაც მოქმედებს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია, მიიყვანოს საკუთარი ტრანსპორტი, მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ სხვაობას და მარტივად,  Polaris-ის ტექნიკას მიღებს.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის  ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge