png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

  • ბიზნესი
  • 20.12.2023
  • 14:27
სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „ფიგურებმა“ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ბანკის  ფინანსური მხარდაჭერით კომპანია  თბილისში, საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 24 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„ფიგურები ჯიქიაზე“ დეველოპერული კომპანია ფიგურების პირველი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 27 სართულს, 500-მდე ბინასა და კომერციულ თუ საოფისე ფართებს აერთიანებს.  კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და სამი საპარკინგე სართულის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ერთიანი სამუშაოების დასრულება  2025 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. კომპანია მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას  სამომავლოდ თბილისის სხვა უბნებშიც გეგმავს.

„„ფიგურები“ ჰოლდინგ იბერკომპანის მიერ დაარსებული ახალი ბრენდია, რომლის პირველ პროექტს „ფიგურები ჯიქიაზე“ წარმოადგენს.  ბრენდი შექმნილია მათთვის, ვინც პირველ რიგში, პროდუქტის ფუნქციურობას აფასებს და პრაქტიკული გადაწვეტილებების მიღება სურს, მითუმეტეს, როცა საქმე ისეთ შენაძენს ეხება, როგორიც საცხოვრებელი სახლია. „ფიგურების“ კომპლექსში ესთეტიკური კონცეფცია, პირველ რიგში, ფუნქციურობითაა ნაკარნახევი. სივრცეები დაგეგმილია ისე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მომხმარებლისთვის ეკონომიკურად გამართლებული იყოს. ჩვენი მიზანია, ბინის მაძიებლებს შევთავაზოთ მოხერხებული და ხელშესახები გამოსავალი, რომელიც აუცილებლად უპასუხებს მათ ამჟამინდელ პრაქტიკულ საჭიროებებს და გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს“, - აცხადებენ კომპანიაში.

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და მათთვის საიმედო პარტნიორობის გაწევა მთავარი პრიორიტეტია. სამშენებლო დეველოპერულ სექტორს კი მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ჩვენს პორტფელში. გვიხარია, რომ ბანკსა და  კომპანია „ფიგურებს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა და თბილისს კიდევ ერთი მასშტაბური საცხოვრებელი პროექტი შეემატება.  აღსანიშნავია, რომ ფიგურები ჰოლდინგური კომპანია „იბერკომპანის“  შვილობილი კომპანიაა, რომელიც წლებია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ კომპანიის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენის მხრივ წვლილი შეგვაქვს მათ გაძლიერებაში. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, - ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge