png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ამაზონის ჯუნგლებში უძველესი დაკარგული ქალაქების ქსელი აღმოაჩინეს

  • ეს საინტერესოა
  • 12.01.2024
  • 15:06
ამაზონის ჯუნგლებში უძველესი დაკარგული ქალაქების ქსელი აღმოაჩინეს

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ფრანგი არქეოლოგის სტეფან როსტენის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ მათ მიერ ეკვადორში, 20 წლის წინ აღმოჩენილი დამარხული გზები და სანაპიროები ანდების აღმოსავლეთ მთისწინეთში, არის ქალაქების სისტემის ნაწილი, რომელიც არსებობდა ძველი წელთაღრიცხვით 500 წლიდან ახალი წელთააღრიცხვის 600 წლამდე.

აღნიშნულია, რომ წინა-ესპანური ეპოქის ურბანული ცენტრების სისტემა აღმოაჩინეს უპანოს ველზე ამაზონის ზედა ნაწილში.

კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში 11 იანვარს გამოქვეყნდა.

„საველე გამოკვლევებმა და სინათლის გამოსხივების ლიდარულმა ანალიზმა გამოავლინა ანთროპოგენური ლანდშაფტი მონუმენტური პლატფორმებით, სკვერებითა და ქუჩებით, რომლებიც მიჰყვება სპეციფიკურ ნიმუშს, გადაჯაჭვულია ფართო სასოფლო-სამეურნეო დრენაჟებითა და ტერასებით, ასევე შორ მანძილზე გადაჭიმული ფართო სწორი გზებით“,-  ნათქვამია პუბლიკაციაში.

არქეოლოგიური გათხრების მიხედვით პერიოდი თარიღდება დაახლოებით ძვ.წ. აღ.-ის 500 წლიდან. ახ.წ. აღ-ის 300-600 წლამდე. ლანდშაფტის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია რთული საგზაო სისტემა, რომელიც გადაჭიმულია ათეულობით კილომეტრზე, აკავშირებს სხვადასხვა ურბანულ ცენტრებს, რითაც ქმნის რეგიონული მასშტაბის ქსელს.

საერთო ჯამში, ნაპოვნია 6 ათასზე მეტი მიწის პლატფორმა, რომლებიც მოწყობილია გეომეტრიული სქემით, დამაკავშირებელი გზებით და გადაჯაჭვულია სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტებთან.

„ზემო ამაზონის ეს ვრცელი ადრეული განვითარება შედარებულია მაიას მსგავს ურბანულ სისტემებთან, რომლებიც ახლახან გამოვლინდა მექსიკასა და გვატემალაში“, - აღნიშნულია გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge