primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 აგვისტო, 2026, ხუთშაბათი
primenewsgeorgia.ge

„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

  • ბიზნესი
  • 16.01.2024
  • 12:57
„თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

„თეგეტა მოტორსი“ ფრანგულ ბრენდს, MOTUL-ს საქართველოს შემდეგ აზერბაიჯანშიც ოფიციალურად წარმოადგენს. სადილერო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და MOTUL-ის პროდუქცია იანვრიდან ხელმისაწვდომია როგორც „თეგეტას“ წარმომადგენლობაში, ისე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით.

„თეგეტა მოტორსი“ MOTUL-ს საქართველოში 2010 წლიდან წარმოადგენს და მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით ლიდერის პოზიციას იკავებს. 2021 წელს კომპანიამ MOTUL-ის 310 ტონა ზეთი გაყიდა, 2022-ში - 400 ტონა, გასული წელი კი რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა და 2023 წელს საქართველოში „მოტულის“ დაახლოებით 600 ტონამდე ზეთი გაიყიდა. გეოგრაფიული არეალის გაფართოება და რეგიონის ბაზრებზე შესვლა სწორედ ამ წარმატებული და შედეგიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „თეგეტასა და MOTUL-ის 14-წლიანი თანამშრომლობა დაფუძნებულია მუდმივი ზრდისა და განვითარების საერთო ხედვაზე. ორმხრივმა ნდობამ კი გააჩინა ჩვენი პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობა და უკვე იანვრიდან საქართველოს საზღვრებს გარეთ გავედით. 2024 წელს აზერბაიჯანის ბაზარზე შევალთ სასტარტო რაოდენობით და ვფიქრობთ, 40-50 ტონა პროდუქციას გავყიდით. მოლოდინები საკმაოდ მაღალია და ბაზრის მასშტაბებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ბრენდის გაყიდვებს მაღალ ნიშნულზე ავიყვანთ“.

MOTUL 170 წელია ძრავის მაღალტექნოლოგიურ საცხებ-საპოხ მასალებს აწარმოებს. პროდუქციის ხარისხისა და ინოვაციური შესაძლებლობების გამო MOTUL სინთეტიკური საპოხი მასალების ექსპერტადაა აღიარებული და მსოფლიო ბაზარზე ნიშური ბრენდების სიაშია.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი: „თეგეტა აზერბაიჯანში MOTUL-ის მსუბუქი ავტომობილებისთვის საჭირო პროდუქტების სრულ სპექტრს წარმოადგენს. სამომავლოდ კი ბრენდის ინოვაციური მიღწევებიცა და ახალი ეკომეგობრული საცხებ-საპოხი მასალებიც გამოსვლისთანავე მოხვდება როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის პორტფელში. პროდუქცია ხელმისაწვდომი იქნება „თეგეტას“ ფილიალებში, ასევე კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების საშუალებით“.

აზერბაიჯანის ბაზარზე შესვლა „თეგეტა მოტორსისა“ და MOTUL-ის თანამშრომლობის ახალი ეტაპის მხოლოდ პირველი ფაზაა. სამომავლოდ კომპანია გეგმავს ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და უზბეკეთისა და სომხეთის ბაზრების ათვისებას.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge