png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

  • საზოგადოება
  • 12.03.2024
  • 17:05
„თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ს ორგანიზებით, ბათუმში 8, 9 და 10 მარტს წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & EDUCATION 2024 გაიმართა, სადაც „თეგეტა აკადემიამ“ საავტომობილო სფეროთი დაინტერესებულ პირებს უმასპინძლა.

ავტორიზებულმა კოლეჯმა გამოფენაზე არსებული და სამომავლო პროგრამები წარუდგინა დამსწრეებს, ასევე გააცნო ელექტუდის სასწავლო პლატფორმა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დანერგა. დაინტერესებულებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აკადემიის საქმიანობის შესახებ და გაეგოთ უფრო მეტი თემაზე „კარიერული პერსპექტივები საავტომობილო ინდუსტრიაში“.

„თეგეტა აკადემია“, „ტრანსფორდსა“ და USAID-თან პარტნიორობით, ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს. პროექტის ფარგლებში, 19 სასწავლო პროგრამა შემუშავდება და, ჯამში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება.

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი: „თეგეტა აკადემიისთვის“ მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ჩართვა და აქტიური მონაწილეობა. საავტომობილო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, გაეგოთ მეტი, დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია. „თეგეტა აკადემია“ სექტემბრიდან ფოთსა და ბათუმში მაღალანაზღაურებადი პროფესიების ათვისების შესაძლებლობებს ქმნის და აქტიურად იწყებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამის დანერგვას, სადაც მსურველები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეკეთებასა და სპეცტექნიკის ოპერირებას ისწავლიან. აღნიშნული პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მთლიანობაში რეგიონში 19 ახალი  სასწავლო პროგრამა შეიქმნება. ეს პროგრამები სერტიფიცირებული იქნება და კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს აიღებენ. გამოფენაზე ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ აღნიშნული პროგრამებისა და ახალი შესაძლებლობების იმ ადგილობრივებისთვის გაცნობა იყო, რომლებსაც სამომავლოდ ჩვენთან სწავლისა და ახალი პროფესიების ათვისების სურვილი გაუჩნდებათ“.

BATUMI BOOK & EDUCATION 2024-ის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია და მოეწყო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამა. ღონისძიებას, ჯამში, 3000-მდე სტუმარი დაესწრო, რომლებიც პროფესიული განათლებით დაინტერესებული ადამიანები იყვნენ.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge