png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტა ჰოლდინგს“ J.P. Morgan-ის დელეგაცია ეწვია

  • ბიზნესი
  • 15.03.2024
  • 17:51
„თეგეტა ჰოლდინგს“ J.P. Morgan-ის დელეგაცია ეწვია
  • J.P. Morgan „თეგეტასთან“ გრძელვადიან თანამშრომლობას გეგმავს

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის დელეგაცია „თეგეტა ჰოლდინგს“ საქმიანი ვიზიტით ეწვია. საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები  სათავო ოფისის ინფრასტრუქტურას გაეცნენ და კომპანიის მენეჯმენტის გუნდს შეხვდნენ.

მხარეებმა რეგიონში უცხოური ფინანსური რესურსების მოზიდვის პერსპექტივასა და კომპანიის მიერ საშუალო ვადაში ევრობონდების გამოშვების პოტენციალი განიხილეს.

J.P. Morgan-ის წარმომადგენლებმა ჰოლდინგის გლობალური გეგმები და ფინანსური შედეგები დადებითად შეაფასეს. აღნიშნეს, რომ საერთაშორისო ბაზარზე საავტომობილო ინდუსტრიისა და ქართული კომპანიების მიმართ მზარდი დაინტერესება შეინიშნება.

ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა ჰოლდინგის სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზრებზე ჰოლდინგის პოზიციონირების გაძლიერებაა. კომპანია, როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებზე აქტიური ემიტენტი, სამომავლოდ ევრობონდების ემისიას განიხილავს. საერთაშორისო ექსპერტების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან სწორედ ევრობონდების ემისიაზე ვისაუბრეთ“.

მსოფლიოს უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, J.P. Morgan-მა „თეგეტა ჰოლდინგი“ ივნისში ლონდონში დაგეგმილ კონფერენციაზე მიიწვია. საერთაშორისო ღონისძიებაზე „თეგეტა“, როგორც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ლიდერი, პარტნიორებს საკუთარ საქმიანობას გააცნობს.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2023 წელს 7 ემისია განახორციელა,  განთავსებული ფასიანი ქაღალდების ჯამურმა მოცულობამ კი 300 მლნ ლარი შეადგინა, ინვესტორთა რაოდენობამ  477 მიაღწია, საიდანაც 30% არარეზიდენტი ფიზიკური პირია. „თეგეტა ჰოლდინგის“ სახელს უკავშირდება ეროვნულ ვალუტაში კავკასიაში პირველი მწვანე ფასიანი ქაღალდებისა და პირველი ფასიანი ქაღალდების ფიზიკური პირებისთვის ლარში გამოშვება.

--

 თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge