primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

რას შეცვლის კომპაქტური და მრავალფუნქციური ტრაქტორები მცირე და საშუალო მეურნეობებში

  • საზოგადოება
  • 31.05.2024
  • 17:58
რას შეცვლის კომპაქტური და მრავალფუნქციური ტრაქტორები მცირე და საშუალო მეურნეობებში

ქართული სოფლის მეურნეობა მოიცავს ყველაფერს — მევენახეობიდან და მებაღეობიდან მეცხოველეობამდე და მარცვლეულის წარმოებამდე. მინდვრების ხვნა, ნიადაგის დამუშავება, მოსავლის მოვლა თუ საქონლის ტრანსპორტირება ფერმერების ყოველდღიურობის ნაწილია. ამ ოპერაციების შესასრულებლად კი ტექნიკურად და ფინანსურად ეფექტური ტრაქტორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი დავალებების შესასრულებლად გამოიყენება “Goldoni”, რომელსაც საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა აგრი“ წარმოადგენს.

“Goldoni” 1926 წელს დაარსებული იტალიური კომპანიაა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაშია სპეციალიზებული და პატარა, მრავალმხრივი ტრაქტორებითაა ცნობილი. ისინი იდეალურად ერგება მცირე და საშუალო ზომის ფერმების საჭიროებებს.

განსაკუთრებით დადებითად “Goldoni”-ს კომპაქტური ტრაქტორების ნიშურ ბაზარზე აფასებენ. შესაბამისად, ლოიალური მომხმარებლების ბაზა ვენახების, ბაღებისა და სათბურების მფლობელებს აერთიანებს, რომლებიც ხაზს უსვამენ, რომ ეს ტექნიკა მოიცავს დიდი ტრაქტორის მახასიათებლებს კომპაქტურ ზომებში.

“Goldoni”-ს ტრაქტორების შესაძლებლობებისა და ქართული სოფლის მეურნეობის საჭიროებების გაანალიზება დაგვეხმარება იმის დადგენაში, რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ეს ტექნიკა ქართველი ფერმერებისთვის. ვინაიდან ტრაქტორის შეძენამდე აუცილებელია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორებიცაა დასამუშავებელი რელიეფი, ზომა, მოსავლის ტიპი და ბიუჯეტი, ჩვენც ამ მონაცემებს განვიხილავთ.

დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს პატარა ფერმებისა და განსხვავებული ლანდშაფტისთვის, მათ შორის მთიან რეგიონებსა და ვენახებში, „გოლდონის“ კომპაქტური ტექნიკის მანევრირება და სისწრაფე შეიძლება მოგებიანი იყოს.

კომპანიის ტექნიკა ცნობილია საიმედოობითა და ეფექტიანობით. ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ აღჭურვილობით, რომელიც რთულ რელიეფსა და ამინდს გაუძლებს. ტრაქტორები საჭიროებს მინიმალურ მოვლას, ეს განსაკუთრებით ღირებულია იმ რეგიონებში, სადაც სათადარიგო ნაწილებზე წვდომა და მომსახურება შეიძლება შეზღუდული იყოს. ამავდროულად, ცხელი ზაფხულიდან ცივ ზამთრამდე, ის შეუფერხებლად მუშაობს.

მათთვის, ვინც ხარჯების ოპტიმიზაციას ცდილობს, “Goldoni”-ს ტრაქტორების საწვავის ეფექტიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საწვავის ნაკლები მოხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში საოპერაციო ხარჯების შემცირებას ნიშნავს, რაც ხელსაყრელია ფერმერებისთვის, რომელთა მიზანი მაქსიმალური მოგებაა. თან გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებით ეს ტრაქტორები არა მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს შეამცირებს, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის უფრო მდგრად მომავალს.

სხვადასხვა ტიპის მიწების დამუშავებით, სხვადასხვა კულტურის მოყვანით, სიმძიმეების გადატანის ფუნქციით ეს ტრაქტორები ფერმერებს საშუალებას მისცემს, გაზარდონ მოსავლიანობა და გააუმჯობესონ ეფექტიანობა. იქნება ეს პატარა საოჯახო მეურნეობა თუ მსხვილი აგრობიზნესი, “Goldoni”-ს ტრაქტორები უზრუნველყოფს, რომ ყველას ჰქონდეს სოფლის მეურნეობის სექტორში განვითარების შესაძლებლობა.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის, “Tegeta Construction Equipment”-ის ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი” 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული და ამერიკული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგროტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor. „თეგეტა აგრის“ “Fendt”-ისა და “Valtra”-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია”AGCO”-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge