png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 21.06.2024
  • 19:41
„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა

ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა - ამ საკითხებზე „თეგეტა აკადემიაში“ დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. მოსწავლეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორმა შალვა ახვლედიანმა და კომპანიის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ დოლიძემ უმასპინძლეს.

შეხვედრის მთავარი მიზანი მოსწავლეების დებატების ეროვნული ტურნირისთვის მომზადება იყო, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკაზე გაიმართება და მასში  ახალგაზრდები მთელი საქართველოს დებატკლუბებიდან იღებენ მონაწილეობას.

დებატების ეროვნული ტურნირი „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს ასევე მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა „კლიმატური დაპირება“ .

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტის” უმთავრესი საზრუნავი გარემოს დაცვაა, რაც სპეციფიკური ნარჩენების მართვას გულისხმობს და მათ გადამუშავებასა და აღდგენას მოიცავს. მიგვაჩნია, რომ დებატების ინსტიტუტთან თანამშრომლობით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით გარემოზე ზრუნვისთვის. ეს პროექტი ახალგაზრდებისთვის გარემოსდაცვით თემებზე სიღრმისეული ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა იყო. შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ, პროექტი მათ გარემოსდაცვითი საკითხების უკეთ გააზრებაში დაეხმარა და უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ თემით. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე, რათა სამომავლოდ სწორედ თავად გახდნენ უკეთესი ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვის ინიციატორები“.

დებატების ეროვნული ტურნირისთვის მზადება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და, მთელი საქართველოს მასშტაბით, 30-მდე სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. რეგიონებში არსებული დებატების კლუბებიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა რეგიონულ ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. მათგან შერჩეული საუკეთესო მოდებატეები კი უკვე 23 ივნისს ეროვნულ ტურნირში იასპარეზებენ. დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელებენ თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას. ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლებს 12 ივლისს საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლენენ.

ცნობისთვის, მასშტაბური ტურნირი პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანი სკოლებში დებატკლუბების შექმნა და ახალგაზრდებში დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებაა.

თინათინ ცერცვაძე, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) თავმჯდომარე: „დებატების ეროვნული ტურნირის მსგავსი პროექტები ემსახურება მოსწავლეებში განათლების დონის გაუმჯობესებას. ამ პროცესში „თეგეტა გრინ პლანეტის“ ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რადგან კომპანია მხარს გვიჭერდა მოზარდებთან მუშაობის პროცესში და გვეხმარებოდა ყველა იმ აქტუალური პრობლემის გადაჭრაში, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებთან იყო დაკავშირებული.

ძალიან შთამბეჭდავი იყო მოსწავლეებისთვის იმის აღმოჩენა, რასაც თეგეტა გარემოზე ზრუნვის მიმართულებით აკეთებს. მასალების მოძიებისა თუ ექსპერტებთან შეხვედრების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა დებატების დროს თავიანთ მსჯელობებში გამოიყენეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებმა კარგად გაიაზრეს გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობა და კიდევ უფრო კარგად შეძლებენ ამ საკითხების თავიანთ ოჯახებში, თემსა და მთელს საზოგადოებაში სათანადოდ წარმოჩენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს რეალობაში“.

„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და განათლების ხელშეწყობა CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია. საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია, კომპანიამ 2022 წელს შეიმუშავა და მას თანმიმდევრულად მიჰყვება.

--

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ორიენტირებულია ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებაზე, ტრანსპორტირებაზე, გადამუშავებაზე, შემდგომ კი მათ მართვაზე ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge