png.ge
png.ge
png.ge
16+
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
03 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

  • კონფლიქტები
  • 03.09.2024
  • 17:35
 რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა აფხაზეთის დაფინანსება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეაჩერა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. იტყობინება "ეხოკავკაზა".

შამბას თქმით, მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ "აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები".

"1 სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ელექტროენერგიის ნაკადში, რომელსაც ზამთრიდან ვიღებდით, ამიერიდან კომერციული ფასის გადახდა მოგვიწევს", - განაცხადა შამბამ ბრიფინგზე.

ამასთან, შამბას ბრიფინგზე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა "კოზაკ-ბჟანიას პროტოკოლის" ავთენტიკურობაზე.

შამბას თქმით, შეხვედრა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილე დიმიტრი კოზაკს შორის 19 აგვისტოს შედგა, პროტოკოლი კი 26 აგვისტოს გაფორმდა.

"ამ დოკუმენტის წერისას ჩვენი პრეზიდენტი არ იღებდა მონაწილეობას, ამიტომ ის ვერ დაადასტურებს ამას. ერთადერთი, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ის იყო, რომ მან თქვა, საკითხი, რომ მან აიღო გარკვეული ვალდებულებები, ასეთი რამ არ არსებობს. ეს პრეზიდენტის ვებგვერზეა განთავსებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ", - თქვა შამბამ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობდით ჩვენი არხებით ამ სიტუაციაში გარკვევას. ოფიციალურად არაფერი მიგვიღია. დოკუმენტს, რომელიც ოფიციალურად არ არის ჩამოსული, ვერ განვსაზღვრავ, როგორც ნამდვილ დოკუმენტს. თუმცა ის საკითხები, რომლებიც იქ არის ნახსენები, სხვადასხვა შეხვედრაზე გაჟღერებულა", - დასძინა მან.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის ზოგიერთი წევრისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე.

შამბამ აღნიშნა, რომ დღევანდელ მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად აპრობირებული სანქციაა.

"იცით, რომ ეს სანქცია ხშირად გამოიყენება. რაღა შორს წავიდეთ, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის წევრებს ჩამოართვეს მოქალაქეებს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას.  თუ ისინი ზოგიერთ ადამიანს რუსეთის მიმართ მტრულად განიხილავენ, მაშინ მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი, გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სოხუმისგან ითხოვს:

— ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლოსა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;

— რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფას;

— რუს ინვესტორებზე შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge