primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

Tegeta Construction Equipment ამერიკული ბრენდი REINKE-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

  • ბიზნესი
  • 18.09.2024
  • 11:51
 Tegeta Construction Equipment ამერიკული ბრენდი REINKE-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

ამერიკული ბრენდის, REINKE-ს, სარწყავი სისტემები ახლა უკვე საქართველოსა და სომხეთშიც ხელმისაწვდომია. მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა Tegeta Construction Equipment-ის ერთ-ერთი მიმართულების „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტშია.

REINKE-სა და Tegeta Construction Equipment-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო, ერთი მხრივ, მწარმოებლის ინტერესი, გაფართოვდეს მსოფლიო მასშტაბით, მეორე მხრივ კი, „თეგეტა აგრის“ სწრაფვა, გარდატეხა მოახდინოს სასოფლო-სამეურნეო სფეროში.

70-წლიანი ისტორიის მქონე კომპანია აწარმოებს სარწყავ სისტემებს, რომლის მომხმარებლები არიან აგრომიმართულების მარცვლეული კულტურების, კარტოფილის, ბოსტნეულისა და სხვა დიდფართობიანი ფერმერები. REINKE-ს სისტემები  მსუბუქი კონსტრუქციით გამოირჩევა, რაც გრუნტზე ნაკლებ დაწოლასა და, შესაბამისად, ნაკლებ  დაზიანებას უზრუნველყოფს. ის წარმოდგენილია GPS სისტემებით და ასევე დისტანციური მართვის საშუალებებით, რაც სამუშაო პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი: „სოფლის მეურნეობა მრავალფეროვანი, სპეციფიკური და მუდმივად განვითარებადი სფეროა. „თეგეტა აგრის“ შექმნით ჩვენ მიზნად დავისახეთ აგროსექტორის ტრანსფორმაცია. გვსურს,  მაღალტექნოლოგიური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ქართველი ფერმერებისთვისაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. REINKE-ს დამატება „თეგეტა აგრის“ ასორტიმენტში კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის სფეროს განვითარებისთვის. ამერიკული ბრენდი, რომლის ისტორიაც 70 წელზე მეტს ითვლის, უნიკალურ სარწყავ სისტემებს აწარმოებს.

Tegeta Construction Equipment, როგორც Reinke Irrigation-ის დილერი, მომხმარებელს შესთავაზებს ინოვაციური და ეფექტური სარწყავი სისტემების ფართო არჩევანს. ამერიკული ბრენდის უახლესი გადაწყვეტილებები შექმნილია წყლის ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდისთვის, უხვმოსავლიანობისა და გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციისთვის. ჩვენ დავეხმარებით ქართველ და სომეხ ფერმერებს, წყლის რესურსების დაზოგვით მაღალ პროდუქტიულობას მიაღწიონ“.

REINKE-ს სარწყავი სისტემა გაზრდის მოსავლიანობას დროისა და რესურსის ეკონომიის გზით. მოძრავი დაწვიმებითი საირიგაციო სისტემები საჭირო რაოდენობის წყლის მიწოდებას შესაბამის დროში თავად უზრუნველყოფს. შესაძლებელი გახდა ისიც, რომ სისტემამ განსაზღვროს, თუ რა რაოდენობის ნალექი მოვიდა წვიმის სახით და  სრული რწყვისთვის რამდენის დამატებაა საჭირო. REINKE-ს სისტემის დამონტაჟება შესაძლებელია არანაკლებ 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

REINKE-სა და Tegeta Construction Equipment-ს შორის გაფორმებული ოფიციალური თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე  ტექნიკოსების გადამზადებაც იგეგმება. ტრენინგები  ყველა შესაბამისი მიმართულებით გაიმართება. „თეგეტა აგრი“ მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს - სისტემის არჩევის, ინსტალაციისა და მუდმივი მხარდაჭერის ყველა ეტაპზე, რაც ტექნიკის ოპტიმალურ და გრძელვადიან მუშაობას უზრუნველყოფს.

---

„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის, „Tegeta Construction Equipment-ის ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი” 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგროტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს, როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor. „თეგეტა აგრის“ Fendt-ისა და Valtra-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია AGCO-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge