primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 სექტემბერი, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული

  • ბიზნესი
  • 09.10.2024
  • 17:18
Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული

Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატებით ხუთი მოდელი წარმოების პროცესშია.

Volvo Cars ინდუსტრიის ლიდერის პოზიციას ელექტრიფიკაციის სფეროში დიდი ხანია ინარჩუნებს, თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებით საკუთარი მიზნები მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისად განაახლოს. Volvo Cars-ის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის გლობალური გაყიდვების 90-100 % ელექტრიფიცირებული ავტომობილები  (სრულად ელექტრული და დატენადი Plug-in ჰიბრიდული მოდელები) იქნება, ანუ თითოეული ავტომანქანა ელექტროკაბელით აღიჭურვება. დანარჩენ 0-10%-ს კი მსუბუქი ჰიბრიდული (mild hybrid) მოდელების შეზღუდული რაოდენობა შეავსებს. ეს ცვლის კომპანიის აქამდე გაცხადებულ მიზანს, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის მისი სამოდელო ხაზი სრულად ელექტრული უნდა გამხდარიყო.

2024 წლის მეორე კვარტალში Volvo Cars-ის სრულად ელექტრული ავტომანქანების წილი 26%-ს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პრემიუმ კლასის ანალოგებს შორის. ელექტრიფიცირებული მანქანების - ელექტრომობილებისა და დატენადი Plug-in ჰიბრიდების წილმა კი 48% შეადგინა.

Volvo Cars სრული ელექტრიფიკაციის მიზნის ერთგული რჩება, ხოლო კომპანიის გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმა და წარმოების სტრატეგია კვლავაც სრულად ელექტრომობილებზეა ფოკუსირებული. როგორც მოსალოდნელია, კომპანიის მიზნების დაკორექტირება არ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას მისი კაპიტალური დანახარჯების გეგმებზე.

ჯიმ როუანი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ელექტრომობილები ჩვენი მომავალია. ის  უზრუნველყოფს მართვის შესანიშნავ გამოცდილებას და აფართოებს მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს, რაც აძლიერებს მომხმარებლის საერთო შეგრძნებას. თუმცა, ცხადია, რომ ელექტრიფიკაციაზე გადასვლა არ იქნება თანმიმდევრული პროცესი. მომხმარებლები და ბაზრები გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინტენსიურობით მიიღებენ. ჩვენი მიდგომა პრაგმატული და მოქნილია: ვინარჩუნებთ ავტოინდუსტრიის ლიდერის პოზიციას ელექტრიფიკაციისა და მდგრადობის მიმართულებით“.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ სრულად ელექტრული ავტომობილების წარმოება დააანონსა,   ხუთი სრულად ელექტრომოდელი წარმოადგინა ბაზარზე: EX40, EC40, EX30, და EX90. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, EX30 ამჟამად ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილებს შორის ევროპაში მესამე ადგილზეა.

ამავდროულად, დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს, ზოგიერთ ბაზარზე გაუქმდა სახელმწიფო შეღავათები და სუბსიდიები. აქედან გამომდინარე, Volvo Cars კვლავ მიიჩნევს, რომ ელექტრიფიკაციაზე გადასვლის მხარდასაჭერად აუცილებელია უფრო ძლიერი და მდგრადი სახელმწიფო პოლიტიკა.

რა ადგილი უჭირავს რუკაზე საქართველოს? გასულ წელს ქვეყანაში დარეგისტრირებული 1 680 000 ავტომობილიდან მხოლოდ 6 000-ია ელექტრიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილები სრული ავტოპარკის მხოლოდ 0.35%-ს შეადგენენ. თუმცა პროცესის დინამიკა აჩვენებს, რომ პოზიტიური ცვლილებები სახეზეა.

ქვეყნის მასშტაბით ელექტროდამტენების ქსელის მოწყობის პროცესში აქტიურად მონაწილეობს „თეგეტა ჰოლდინგი“. ქვეყანაში ელექტრომობილების დასამუხტი დამატებით 70 სადგურის მოწყობის დასრულებას კომპანია 2025 წლის ბოლომდე გეგმავს.

---

შვედურ ავტომწარმოებელს საქართველოსთან ერთად კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში „ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. საერთაშორისო ბაზარზე, სხვა წარმომადგენლობებთან ერთად, „ვოლვო ქარ კავკასიაც“ სრულად მიჰყვება სკანდინავიური ბრენდის მიზნებსა და კონცეფციას. თბილისში არსებული მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. ახლად გახსნილი ცენტრის შენობის სახურავზე 693 პანელია დამონტაჟებული, რომლებიც ელექტროენერგიას მზის შუქზე გამოიმუშავებს. კომპანია მომხმარებელს Volvo Cars-ის სრულ სამოდელო რიგს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიითაც ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge