png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია

  • ბიზნესი
  • 11.10.2024
  • 17:14
სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია
  • Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული იტალიური ბრენდის, Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

თანამშრომლობის ფარგლებში Tegeta cars-ი ქართულ ბაზარს  Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს, მათ შორის Urus, Temerario და Revuelto. ეს სტრატეგიული გაფართოება აძლიერებს Lamborghini-ს კავკასიის რეგიონში და ადასტურებს ქართული ბაზრის მოთხოვნას სუპერქარზე.

Automobili Lamborghini-სთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2025 წლის გაზაფხულზე ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმი ასახავს ბრენდის ერთგულებას ინოვაციებისა და სტილისადმი. მომხმარებელს საშუალება ექნება დაათვალიეროს და შექმნას ექსკლუზიური სუპერქარი. შოურუმთან ერთად აშენდება სერვისცენტრი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, ორიგინალი ნაწილებითა და აქსესუარებით. სუპერქარების მომხმრებლებს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები, თანამედროვე გაიდლაინებით მოემსახურებიან.

 

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შევძელით, გავმხდარიყავით ისეთი სუპერქარის წარმომადგენელი, როგორიცაა Lamborghini. როგორც მოგეხსენებათ, ბრენდი გამოირჩევა სპორტული ხასიათით და ეს იგრძნობა მის ყველა მოდელში, როგორც სპორტქარებში, ისე SUV მოდელებში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ Tegeta Cars-ის პორტფელში წარმოდგენილია Porsche, რომლითაც ასევე ძალიან ვამაყობთ და ამ მხრივაც წარმატებულები ვართ, გვსურდა, ჩვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის მეტი არჩევანის შესაძლებლობა მიგვეცა, იტალიური, სპორტული და სუპერქარის ბრენდთან გამოცდილებით. სუპერქარების მოყვარული საზოგადოება ჩვენთვის ახალი სამიზნე აუდიტორიაა და დარწმუნებული ვარ, მათ გულებსაც მოვიგებთ. ამისათვის, ჩვენს გამოცდილებასთან ერთად, მაქსიმალურად გავიზიარებთ Lamborghini-ს განვლილ გზას ჩვენს ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში“.

იტალიური ძვირადღირებული სპორტული ავტომობილებისა და SUV-ების ავტომწარმოებელი, Automobili Lamborghini 1963 წელს დაარსდა. ბრენდის პირველ სუპერქარს,  Lamborghini Miur-ს, ხშირად მოიხსენიებენ ყველა დროის ყველაზე ლამაზ ავტომობილად.  Lamborghini Countach კი დღემდე სუპერქარების ეტალონად მიიჩნევა.

 „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars, რომელიც ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, რეგიონში  არაერთი მსოფლიოს წამყვანი ბრენდის პარტნიორია. დღეიდან კი უკვე, ქართული ავტოინდუსტრიისთვის უპრეცედენტო ხელშეკრულების საფუძველზე, მომხმარებლებს  ლამბორგინის სპორტულ, მაღალი კლასის სუპერქარებს შესთავაზებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge