საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- სპორტი
- 22.11.2024
- 17:03
შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2024/2025 წლების ერთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთს შეხვდება.
B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.
B/C ლიგის პლეი ოფის შეხვედრები 20 და 23 მარტს გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 მარტს მეტოქეს საკუთარ მოედანზე მიიღებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200