png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა

  • ბიზნესი
  • 27.11.2024
  • 12:54
 Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა

"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრულად ჰიდროსტატიკური ამძრაობის ოთხი ბულდოზერი გადასცა.

ორივე მხარისთვის უპრეცედენტო შეთანხმებას ერთწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. სხვადასხვა ფაქტორის გამო, სომხურ კომპანიას, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესში უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს და მაღალი სანდოობით გამოირჩევა, ახალი სამუშაო მიდგომის გამოგონება მოუწია. ობექტზე რთული რელიეფური პირობების გამო დადგა საჭიროება შეეცვალათ საკარიერო მოპოვების წესი. Davax LLC-ის ურთულესი ტექნიკური დავალება „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას“ გუნდმა სრულყოფილად დაამუშავა და კომპანიას წარუდგინა ევროპული პარტნიორის უნიკალური მოდელი, PR776 - LIEBHERR-ის საწარმოო ხაზში ყველაზე დიდი ბულდოზერი, საექსპლუატაციო წონით 75 ტონა და 22-კუბიანი ფრონტალური დანის მოცულობით.

ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს კომერციული დირექტორი: „ეს არის უპრეცედენტო პროექტი როგორც თეგეტასთვის, ისე სომხური მხარისთვის, რადგან ასეთი კლასის ბულდოზერის რეალიზაციის პირველი შემთხვევაა ჩვენთვის და არც სომხური ბაზრისთვისაა ჩვეული პრაქტიკა.

ერთწლიანი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში იმან, რომ სომხურმა მხარემ არჩევანი გააკეთა ხარისხიან შეთავაზებასა და მომსახურებაზე და ენდო ჰოლდინგის გამოცდილებას ამ მიმართულებით. ამ სფეროში გაყიდვების შემდგომი მომსახურება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. Construction Machinery Georgia-ს დიდი სასაწყობე მარაგი, მრავალპროფილური სერვისი და სპეციალისტების გუნდი კი კომპანიისთვის გარანტიაა წარმატებული საქმიანობისა. თავად LIEBHERR, როგორც პირველ სამეულში შემავალი ყველაზე დიდი მოთამაშე ამ ინდუსტრიაში, მისი ავტორიტეტი და ჩვენი ერთწლიანი დაუღალავი შრომა, დამკვეთის მოთხოვნის ზუსტად გაგება, გააზრება და სწორი პროდუქტის შეთავაზება გახდა, ასევე, შეთანხმების წარმატებით დაგვირგვინების მიზეზი“.

სომხური დეველოპერული კომპანია Davax LLC ფლობს სამთო მომპოვებელ კომბინატს, სადაც ღია წესით ხდება ინერტული და სამშენებლო მასალების მოპოვება/გადამუშავება. საკარიერო სამუშაოების მიღებული ოქროს სტანდარტი მისი რელიეფისა და გეოლოგიის კვლევის შემდეგ აფეთქებითი სამუშაოებია. აფეთქების შედეგად მიღებული მასის გადამუშავება ბევრად კომფორტული და მარტივი პროცედურაა, თუმცა სამთო მომპოვებელი კარიერის ლოკაცია, ერევნის შემოგარენში, დამატებით ბარიერი იყო შრომით უსაფრთხოებასა და ეკოლოგიაზე ზრუნვის თვალსაზრისით. მიღებული რეგულაციების გამო საკარიერო მოპოვების წესი შეიცვალა. სწორედ LIEBHERR-ის საწარმოო ხაზში ყველაზე დიდი ბულდოზერი აღმოჩნდა Davax LLC-ს ურთულესი ტექნიკური დავალებიდან გამოსავალი. ის სიმძლავრისა და წონის ხარჯზე ახერხებს ერთკბილიანი გამაფხვიერებლით სასარგებლო წიაღისეულის ზედა ფენის გაფხვიერებას და მიღებული მასის ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორეზე.

LIEBHERR-ის PR776 მოდელს კლასში მოწინავე ტექნოლოგია და ჰიდროსტატიკური ამძრაობა აძლევს დიდ უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებით. კლასიკური ტრანსმისიისგან განსხვავებით ის უზრუნველყოფს სიმძლავრის უწყვეტ და შეუფერხებელ გადაცემას ძრავიდან მუხლუხებამდე. მაღალტექნოლოგიური ჰიდრავლიკური სისტემა და საკუთარი წარმოების ძრავა კი ზრუნავს მაქსიმალური ეფექტის შექმნაზე როგორც საწვავის მოხმარების, ისე მაქსიმალური სიმძლავრის გამომუშავების კუთხით.

Davax LLC, რომელიც ათწლეულებია დეველოპერულ სფეროშია და სომხეთის ბაზარზე პოზიციონირდება, როგორც პრემიუმ მიმართულებით მშენებლობის ავტორი, ამჟამად ელიტარული უბნის მშენებლობით არის დაკავებული, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პრემიუმ კომპლექსად მიიჩნევა. საერთო მიდგომებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე კი, სომხური კომპანია ქართულ მხარეს ამ სფეროში ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრებს.

"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია Construction Machinery Georgia საგზაო-სამშენებლო საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებს წარადგენს. კომპანია რეგიონის საჯარო და კერძო სექტორს ინფრასტრუქტურული და სამთო-მოპოვებითი პროექტებისთვის საჭირო ტექნიკით ამარაგებს. ბრენდებს შორისაა გერმანული LIEBHERR-ი, ფრანგული FAYAT GROUP-ის წევრი კომპანიები BOMAG-ი და MARINI.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge